პრეფორმიზმი (ლათ. praeformo — „წინასწარ ვქმნი“) — ფილოსოფიაში XVII–XVIII საუკუნეებში გავრცელებული მოძღვრება, რომლის მიხედვითაც უკვე ჩანასახშივეა მოცემული ორგანიზმის მთელი მრავალფეროვნება და მისი განვითარება არის მხოლოდ კვერცხში ან სპერმატოზოიდში წინასწარ შექმნილ სტრუქტურათა უბრალო ზრდა. ეს მოძღვრება თავისმხრივ უპირისპირდება ეპიგენეზს.

პატარა ადამიანი სპერმის შიგნით.

სამედიცინო თვალსაზრისით (გარდავქმნი, განვაახლებ) პრეფორმიზმი არის სწავლება სასქესო უჯრედებში მატერიალური სტრუქტურების არსებობის შესახებ, რომლებიც განაპირობებენ ჩანასახის განვითარებას და წარმოქმნილი ინდივიდის ნიშან-თვისებებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება