რომის სახელმწიფო
ინსტიტუტები
რომის სამეფო
რომის რესპუბლიკა
რომის იმპერია
პრინციპატი დომინატი
ძირითადი მაგისტრატები:
საგანგებო მაგისტრატები:
სხვა თანამდებობები და წოდებები:
პოლიტიკა და კანონი:

პრეტორი — ძველ რომში ერთ-ერთი მაგისტრატურა. პრეტორი praetor ლათინურად მომდინარეობს სიტყვა prae-ire-დან რაც წინ მავალს ნიშნავს.

დროთა განმავლობაში პრეტორთა დანიშნულება იცვლებოდა, თავდაპირველად პრეტორებს უწოდებდნენ უმაღლეს მაგისტრატუსებს — კონსულებს და დიქტატორებს.

ძვ. წ. 367 წლიდან კი პრეტორი დაერქვა კონსულზე ქვემოთ მდგომ მაგისტრატუსს. ამ დროიდან პრეტორის ფუნქცია განისაზღვრა სასამართლოებში საქმეების გარჩევით, ხოლო კონსულის ქალაქში არ ყოფნის დროს, პრეტორს ეკუთვნოდა უმაღლესი ხელისუფლება.

თავდაპირველად პრეტორი შეიძლებოდა გამხდარიყო მხოლოდ პატრიციუსი, მას ისევე როგორც კონსულს ცენტურიების კომიციაზე ირჩევდნენ ერთი წლის ვადით. ძვ. წ. 337 წლიდან კი ეს თანამდებობა პლებეებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი.

ძვ. წ. 246 წლიდან მეორე პრეტორის არჩევაც დაიწყო. პირველ პრეტორს ერქვა Praetor urbanus - ქალაქის პრეტორი და იგი არჩევდა საქმეებს რომლებიც მხოლოდ რომის მოქალაქეებს ეხებოდათ, მეორე პრეტორი კი Praetor peregrinus იხილავდა საქმეებს რომლებიც რომის მოქალაქეებსა და უცხოელებს, ან მხოლოდ უცხოელებს ეხებოდათ.

იმპერიის ზრდამ გამოიწვია პრეტორების რაოდენობის ზრდა. ძვ. წ. 227 წლიდან პრეტორებს ირჩევდნენ სიცილიაშიც და სარდინიაშიც. ორი ესპანური პროვინციის დამატების შემდეგ, ძვ. წ. 197 წლიდან კი ორივე პროვინციას ჰყავდა თითო პრეტორი. პროვინციული პრეტორი ვადის გასვლის შემდეგ ხშირად ინიშნებოდა პროვინციის პროპრეტორად ან პროკონსულად, ანუ მმართველად.

სულამ პრეტორთა რაოდენობა 8-ს გაუტოლა, ხოლო კეისარის დროს უკვე 16 პრეტორი ირჩეოდა. ავგუსტუსმა რამდენიმე რეფორმის შედეგად პრეტორთა რაოდენობა 12-მდე დაიყვანა. ტიბერიუსმა კი ისევ 16-მდე გაზარდა.

ადრეული იმპერიის პერიოდში პრეტორთა ფუნქციები პრაქტიკულად არ შეცვლილა, შემდგომში მათ აკვედუკებზე მეთვალყურეობაც დაევალათ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Brennan, T. Corey (2001). The Praetorship in the Roman Republic. Oxford University Press. ISBN 0-19-513867-8

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება