პრესის თავისუფლების ინდექსი

პრესის თავისუფლების ინდექსი — ყოველწლიური საერთაშორისო რეიტინგები რომელსაც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2002 წლიდან აქვეყნებენ.

  კარგი: 85–100 ქულა
  დამაკმაყოფილებელი: 70–85 ქულა
  პრობლემატური: 55–70 ქულა
  რთული: 40–55 ქულა
  ძალიან სერიოზული <40 ქულა
  არ არის კლასიფიცირებული

მეთოდოლოგია რედაქტირება

ანგარიში ნაწილობრივ ეფუძნება კითხვარს[1], რომელიც მოიცავს შვიდ ზოგად კრიტერიუმს: პლურალიზმი (ზომავს მოსაზრებების წარმოდგენის ხარისხს მედია სივრცეში), მედიის დამოუკიდებლობა, გარემო და თვითცენზურა, საკანონმდებლო ბაზა, გამჭვირვალობა, ინფრასტრუქტურა და ძალადობა. კითხვარი ითვალისწინებს მედიის საკანონმდებლო ჩარჩოს (მათ შორის, პრესის დანაშაულისთვის ჯარიმებს, გარკვეული სახის მედიის სახელმწიფო მონოპოლიის არსებობას და მედიის რეგულირების მეთოდს) და საჯარო მედიის დამოუკიდებლობის დონეს. ის ასევე მოიცავს ინტერნეტში ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების შეზღუდვას.

ინდექსის მეთოდოლოგია მკვეთრად შეიცვალა 2022 წელს და დიამეტრალურად განსხვავებულია 2013-2021 წლებში გამოყენებული მეთოდოლოგიისგან.[2]

პრესის თავისუფლების ინდექსი – საქართველო რედაქტირება

2022 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით (60-ე ადგილი) გაუარესებულია. [3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 2022 World Press Freedom Index, Methodology Reporters Without Borders, 2022
  2. 2022 World Press Freedom Index, Methodology Reporters Without Borders, 2022
  3. Civil.ge