პოტოსის დეპარტამენტი

პოტოსიბოლივიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში. მისი ფართობი 118,218 კმ²-ია. 2001 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენდა 709,013 ადამიანს. დედაქალაქია პოტოსი, ბოლივიის ერთ-ერთი დიდი ქალაქი. რეგიონი ძირითადად მთიანია, უნაყოფო. დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ფართო ზეგანი, სადაც მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი მარილიანი ვაკე, სალარ-დე-უიუნი.

დეპარტამენტი
პოტოსი
Potosí
დროშა გერბი

ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ადმ. ცენტრი პოტოსი
შიდა დაყოფა ალონსო-დე-იბანიესის პროვინცია, ანტონიო-კიხაროს პროვინცია, ბერნარდინო-ბილბაოს პროვინცია, ჩარკასის პროვინცია, ჩაიანტის პროვინცია, კორნელიო-საავედრას პროვინცია, დანიელ-კამპოსის პროვინცია, ენრიკე-ბალდივიესოს პროვინცია, ხოსე-მარია-ლინარესის პროვინცია, მოდესტო-ომისტეს პროვინცია, ნორ-ჩიჩასის პროვინცია, ნორ-ლიპესის პროვინცია, რაფაელ-ბუსტილიოს პროვინცია, სუდ-ჩიჩასის პროვინცია, სურ-ლიპესის პროვინცია და ტომას-ფრიასის პროვინცია
კოორდინატები 20°40′00″ ს. გ. 66°40′00″ დ. გ. / 20.66667° ს. გ. 66.66667° დ. გ. / -20.66667; -66.66667
ფართობი 118 218 კმ²
მოსახლეობა 709 013 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 6.0/ კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCBOT (UTC-4)
სატელეფონო კოდი +(591)2

პოტოსი ესპანეთის იმპერიის უმდიდრესი პროვინცია იყო. აწარმოებდა ვერცხლის უზარმაზარ წილს, რომელიც შემდეგ ევროპაში მიედინებოდა. ამჟამად არსებულ ვერცხლის საბადოებს იაპონური კომპანია ამუშავებს.

პოტოსის პროვინციები რედაქტირება

დეპარტამენტი დაყოფილია 16 პროვინციად, რომლებიც თავის მხრივ იყოფა 40 მუნიციპალიტეტად [1] და 219 კანტონად.

პროვინცია დედაქალაქი კმ² მოსახლეობა
ალონსო-დე-იბანიესი ვილია-დე-საკაკა 2.170 29.821
ანტონიო კიხარო უიუნი 14.890 37.431
ბერნარდინო-ბილბაო არამპამპა 640 10.850
ჩარკასი სან-პედრო-დე-ბუენა-ვისტა 2.964 41.651
ჩაიანტა კოლკეჩაკა 7.026 98.946
კორნელიო საავედრა ბეტანსოსი 2.375 61.398
დანიელ კამპოსი ლიაკა 12.106 5.270
ენრიკე ბალდივიესო სან-აგუსტინი 2.254 1.827
ხოსე-მარია ლინარესი პუნა 5.136 50.817
მოდესტო-ომისტე ვილიასონი 2.260 38.364
ნორ-ჩიკასი კოტაგაიტა 8.979 32.946

ნორ-ლიპესი

კოლჩა 20.892 11.594
რაფაელ ბუსტილიო უნსია 2.235 75.599
სუდ-ჩიკასი ტუპისა 8.516 47.005

სუდ-ლიპესი

სან-პაბლო-დე-ლიპესი 22.355 5.284

თომას ფრიასი

პოტოსი 3.420 189.978

დეპარტამენტში გავრცელებული ძირითადი ენებია: კეჩუა, ესპანური და აიმარა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება