პოტენციომეტრი — სრიალა ან მბრუნავი თავის მქონე, სამი ტერმინალისგან შემდგარი რეზისტორი, რომლის საშუალებითაც ძაბვის დარეგულირებაა შესაძლებელი[1]. თუ მხოლოდ ორ ტერმინალს გამოვიყენებთ, მაშინ მივიღებთ ცვლად რეზისტორს, რეოსტატს.

ტიპური პოტენციომეტრი

პოტენციომეტრი არსებითად ძაბვის გამნაწილებელია, რომელიც გამოიყენება ელექტრული პოტენციალის (ძაბვა) გასაზომად; ისინი ძირითადად გამოიყენება ელექტრო მოწყობილობებში, მაგალითად ხმის დამრეგულირებლად აუდიო ხელსაწყოებში. პოტენციომეტრები ნაკლებად გამოიყენება დიდი სიმძლავრის (1 ვატზე მეტი) დენის ძალის დამარეგულირებლად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. (2000) The Authoritative Dictionary of IEEE Standards Terms (IEEE 100), seventh, Piscataway, New Jersey: IEEE Press. ISBN 0-7381-2601-2.