პორტობელო (ესპ. Portobelo) — საპორტო ქალაქი პანამაში, კოლონის პროვინციაში. ქალაქი მდებარეობს პანამის ყელის ჩრდილოეთ ნაწილში.

პორტობელო*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა პანამის დროშა პანამა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია [1]
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა და კარიბები
კოორდინატები 09°33′00″ ჩ. გ. 79°39′00″ დ. გ. / 9.55000° ჩ. გ. 79.65000° დ. გ. / 9.55000; -79.65000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1980  (მე-4 სესია)
ნომერი 135
საფრთხის ქვეშ 2012-დან -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 135
ინგლ.რუს.ფრ.

ქალაქი დააარსა ესპანელმა მკვლევარმა ფრანსისკო ველარდე ი მერკადომ 1597 წელს. XVI-XVIII საუკუნეებში იყო ვერცხლის მთავარი საექსპორტო პორტი ახალი გრანადიდან ესპანეთში.

ამჟამად პორტობელო არის უსიცოცხლო ქალაქი, სადაც 3 000-მდე ადამიანი-ღა ცხოვრობს. 1980 წელს ქალაქის ისტორიული ნაწილი და მის ახლოს მდებარე სან-ლორენსოს ციხესიმაგრე შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: პორტობელო (პანამა)