ფეხბურთი გუნდური სპორტული თამაში, რომელშიც მოასპარეზენი ფეხებით ან სხეულის სხვა ნებისმიერი ნაწილით (ხელების გარდა) ბურთის ტარებით და პარტნიორებისთვის გადაცემით ცდილობენ დაწესებულ დროში მის რაც შეიძლება მეტი რაოდენობით გატანას მეტოქის კარში. გუნდში 11 კაცია, მათ შორის ერთი მეკარე. სათამაშო სარბიელია სპეციალურად მონიშნული სწორკუთხა მოედანი - ჩვეულებრივ ბალახისაფარიანი მინდორი.

ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე მთელ მსოფლიოში თამაშობენ და მილიონობით ადამიანი რეგულარულად დადის სტადიონზე თავისი რჩეული გუნდის საგულშემატკივროდ, აგრეთვე გაცილებით მეტი გულშემატკივარი თვალს ადევნებს სატელევიზიო გადმოცემებს. ფეხბურთს სამოყვარულო დონეზეც საკმაოდ პოპულარულია.

რჩეული სტატია

მილანი (იტალ. A.C. Milan) — პროფესიონალური იტალიური საფეხბურთო კლუბი ლომბარდიის ქალაქ მილანიდან. ჰერბერტ კილპინმა და ალფრედ ედვარდსმა კლუბი 1899 წელს „დააარსეს“. მილანს თავისი ისტორია ძირითადად სერია A-ში აქვს გატარებული, იტალიის პირველ დივიზიონში. კლუბმა სერია B-ში მხოლოდ 2 სეზონი ითამაშა (1980-იან წლებში).

„მილანს“ მოგებული აქვს ფიფა-ს და უეფა-ს ოფიციალური 18 ტიტული და დღემდე პირველ ადგილს იყოფს არგენტინულ „ბოკა ხუნიორსთან“. კლუბი 4 საერთაშორისო ტიტულის მფლობელია, რაც მსოფლიო რეკორდია. მათში შედის 3 საკონტინენტთაშორისო თასი და 1 ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. „მილანმა“ 7-ჯერ აიღო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასი - მასზე მეტჯერ (9-ჯერ) ეს ტიტული მხოლოდ „რეალს“ აქვს მოგებული. უეფას სუპერ თასი კლუბმა 5-ჯერ მოიპოვა, რაც ასევე რეკორდია. თასის მფლობელთა თასი კი 2-ჯერ აიღო.

„მილანმა“ სერია A 17-ჯერ დაასრულა პირველ ადგილზე და სკუდეტოს მფლობელი გახდა, რაც მე-3 შედეგია, მას მხოლოდ „ინტერი“ (18) და „იუვენტუსი“ (27) უსწრებენ. კლუბს 5-ჯერ აქვს მოგებული იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი. უეფა-ს ევროპის ლიგა ერთადერთი მსხვილი შეჯიბრებაა, რომელიც კლუბს არ მოუგია. ამ ტურნირს ნახევარფინალებიდან გუნდი 2-ჯერ გამოეთიშა , 1972 და 2002 წლებში. (…სრულად)

რჩეული ფოტოსურათი

ალიანც არენა — სტადიონი მიუნხენში, მიუნხენის ბაიერნის და მიუნხენ 1860-ის საშინაო არენა. სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობდა 2002-05 წლებში, არქიტექტურული ფირმა ჰერცოგი & დე მერონის პროექტის მიხედვით და დაჯდა 340 მილიონი ევრო. სტადიონზე ეტევა 69 901 (66 000 დასაჯდომი) მაყურებელი.


სურათი:
სხვა რჩეული ფოტოები...

კატეგორიები
ფეხბურთი

ეროვნული ნაკრებებიკლუბებიორგანიზაციებისტადიონებიფეხბურთელებიმსაჯებიმწვრთნელებიქვეყნების მიხედვითჩემპიონატებიწლების მიხედვითჯილდოები

რჩეული ბიოგრაფია
ჰაკიმ ზიეში

ჰაკიმ ზიეში (არაბ. حكيم زياش; დ. 19 მარტი, 1993, დრონტენი, ნიდერლანდები) — მაროკოელი ფეხბურთელი. ლონდონის „ჩელსისა“ და მაროკოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. შეუძლია ითამაშობს შემტევი ნახევარმცველისა და გარემარბის პოზიციებზე. უკეთესად თამაშობს მარცხენა ფეხით.

ზიეში გამორჩეულია თავისი დრიბლინგით, გრძელი პასებითი, ტექნიკითა და ჯარიმების შესრულების ალღოთი. 2018-2019 წლების სეზონში მოხვდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სეზონის 20 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. 2019 წელს „The Guardian“-მა შეიყვანა „მსოფლიოს მოქმედ 100 საუკეთესო ფეხბურთელს“ შორის, ზიეშმა 29-ე ადგილი დაიკავა.

ზიეშს შეეძლო ეთამაშა როგორც მაროკოს, ისე ნიდერლანდების ნაკრებში. 2015 წელს შედგა მისი დებიუტი მაროკოს ნაკრებში. მონაწილეობა მიიღო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2019 წლის აფრიკის თასზე.

ახალი სტატიები
ჩემპიონატები და შეჯიბრები
  • ეროვნული ნაკრებების :

აზიის თასიაფრიკის ეროვნებათა თასიოქროს თასიკოპა ამერიკაოკეანიის ეროვნებათა თასიევროპის ჩემპიონატიმსოფლიო ჩემპიონატიკონფედერაციის თასიოც წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი

  • კლუბების :

აზიის ჩემპიონთა ლიგააფრიკის ჩემპიონთა ლიგაკონკაკაფის ჩემპიონთა თასილიბერტადორესის თასიოკეანიის ჩემპიონთა ლიგასაკონტინენტთაშორისო თასიუეფას თასიუეფას ჩემპიონთა ლიგასაკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი

ახალი ამბები და მოვლენები
  • საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა, ირლანდიის გუნდთან, ნეიტრალურ მოედანზე 1:2 დათმო.
  • საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი.
  • ლონდონის ჩელსის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო მილანის ინტერის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.
  • ჩელსის მთავარი მწვრთნელი აბრაამ გრანტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
  • იტალიის თასის ფინალში რომამ ანგარიშით 2:1 დაამარცხა მილანის ინტერი და დაეუფლა იტალიის თასს.
  • დორტმუნდის ბორუსიას ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა იურგენ კლოპი.
  • იცოდით, რომ...
    • ...არგენტინული კლუბის „ინდეპენდიენტეს“ თავდამსხმელს, მალონს, 1973 წლის 18 მარტს მხოლოდ 1 წუთი და 50 წამი დასჭირდა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის („ხიმნასია და ესგრიმა“) კარი სამჯერ აეღო!..
    • ...ყველაზე მეტი გოლი, რაც კი ერთ ფეხბურთელს ერთ თამაშში, დაუგროვებია არის 16...