პორტალი:ომი/რჩეული მხედართმთავარი/არქივი

 
 
ხატულა ახლა პორტალზეა...
ანრი IV
ანრი IV

ანრი IV დე ბურბონი „დიდი“ (ფრანგ. Henri IV de Bourbon „le Grand“) (დ. 13 დეკემბერი, 1553 – გ. 14 მაისი, 1610) — ნავარის მეფე 1572-1610 და საფრანგეთის მეფე 1589-1610 წლებში.

როგორც ჰუგენოტი, ანრი 1589 წელს საფრანგეთის ტახტზე ასვლამდე რელიგიურ ომებში იყო ჩართული. 1598 წელს მის წყალობით დადებული ნანტის ედიქტი პროტესტანტების რელიგიის თავისუფლების გარანტი გახდა, რამაც საფრანგეთში სამოქალაქო ომს მოუღო ბოლო. გამეფების შემდეგ მან რწმენა კალვინიზმიდან კათოლიკობაზე შეიცვალა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფრანგეთის მეფე, როგორც მისი მმართველობის პერიოდში, ასევე შემდეგაც, ანრი მის მიმართ დაქვემდებარებული სუბიექტების კეთილდღეობაზე ზრუნავდა და იმ დროისთვის უჩვეულო რელიგიურ ტოლერანტობას იჩენდა. მეტსახელად „ანრი დიდს“ საფრანგეთში ხანდახან „კეთილ მეფე ანრის“ (le bon roi Henri) ან „მწვანე გალანტს“ (le Vert galant) უწოდებენ (მუდმივი მექალთანეობის გამო). მისი სახელი დაერქვა ასევე ანრი IV-ს სტილის არქიტექტურას, რომელსაც ის პატრონობას უწევდა. პარიზის მრავალი ღირსშესანიშნაობა ანრი IV-ის აგებულია, მათ შორის ახალი ხიდი (Pont Neuf), ვოგეზთა სასახლე და ლუვრის დიდი გალერეა. ის მოკლა ფანატიკოსმა კათოლიკე ფრანსუა რავაიაკმა. (…სრულად)
 
 
ხატულა რჩეული სტატია
პეტრე ბაგრატიონი
პეტრე ბაგრატიონი

პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი (დ. 1765, ყიზლარი, ახლანდელი დაღესტანი ― გ. 12 (24) სექტემბერი, 1812, სოფ. სიმი, ახლანდელი ვლადიმირის ოლქი), რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი (1809), რუსეთის 1812 წლის სამამულო ომის გმირი. წარმოშობით ის ბაგრატიონთა ქართული სამეფო გვარიდან იყო. მასზე ნაპოლეონს უთქვამს:

ვიკიციტატა
„რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს. ესაა ბაგრატიონი“
(აკაკი გელოვანი — სიბრძნის სიმფონია, თბილისი, 1989, გვ. 296)
ბაგრატიონი მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. მან ასევე თავი გამოიჩინა 1787-1791 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. 1793-1794 წლებში მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. 1799 წელს მონაწილეობდა ალექსანდრე სუვოროვის ლაშქრობებში იტალიასა და შვეიცარიაში. საფრანგეთთან 1805-1807 წლების ომში განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სოფ. შენგრაბენთან. მან 6-ათასიანი რაზმით შეაჩერა ფრანგთა 30-ათასიანი არმია. ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა აგრეთვე აუსტერლიცის, პრეისიშ-ეილაუსა და ფრიდლანდის ბრძოლებში. 1808-1809 წლებში მონაწილეობდა შვედეთთან ომში, სარდლობდა 21-ე დივიზიას. 1809-1810 წლებში მარტამდე სარდლობდა მოლდავეთის არმიას რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1811 წლის აგვისტოდან სარდლობდა პოდოლსკის არმიას, 1812 წლის მარტიდან — II დასავლეთის არმიას. ბოროდინოს ბრძოლაში იგი სარდლობდა რუსეთის არმიის მარცხენა ფრთას. ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა და მას გამოეთიშა. გარდაიცვალა სოფ. სიმში. დაკრძალეს იქვე, 1839 წელს კი ბოროდინოს ველზე გადაასვენეს. (…სრულად)