პორტალი:ომი/ამ დღეს/13 იანვარი

გაიუს მარიუსი
გაიუს მარიუსი
  • ძვ. წ. 85 : გარდაიცვალა გაიუს მარიუსი - რომაელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.
  • 1099 : ჯვაროსნებმა სირიაში მარა გადაწვეს.
  • 1847 : კაუენგას ტრაქტატით დასრულდა მექსიკა-აშშ-ის ომი კალიფორნიაში.
  • 1958 : ედჩერას ბრძოლა - ჩასაფრებული მაროკოელები ესპანელებს დაესხნენ თავს.
  • 1963 : პუტჩისტებმა მოჰკლეს ტოგოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი სილვანუს ეპიფანიო ოლიმპიო.
  • 1986 : ჩრდილოეთ იემენში დაიწყო სამოქალაქო ომი.
  • 1991 : ღამით 12 იანვრიდან 13 იანვარს (ვილნიუსის სისხლიანი კვირა) საბჭოთა ომონის რაზმმა დაიკავა რადიო-ტელევიზიის კომიტეტის შენობა და ტელევიზიის ანძა ვილნიუსში (ლიტვა). ამ ძალადური ოპერაციის შედეგად დაიღუპა მშვიდობიანი უიარაღო დამცველები 14 ადამიანი და 1000-ზე დაშავდა.