პორტალი:მუსიკა/რჩეული სტატია

მაიკლ სტივენ ბუბლეი (ინგლ. Michael Bublé; დ. 9 სექტემბერი, 1975) — კანადელი მუსიკოსი და მსახიობი. მას მიღებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო, მათ შორის სამი გრემი და მრავალი ჯუნო. მისი პირველი ალბომი მოხვდა 10 საუკეთესო ალბომს შორის კანადასა და გაერთიანებულ სამეფოში. მსოფლიო აღიარება მოიპოვა თავისი 2005 წლის — „It's Time“ და 2007 წლის — „Call Me Irresponsible“ ალბომებით. „Call Me Irresponsible“ მოხვდა კანადური ალბომების ჩარტში, ბრიტანული ალბომების ჩარტში, ბილბორდ 200-ში, ავსტრალიური ARIA ალბომების ჩარტსა და რამდენიმე სხვა ევროპულ ჩარტში.

ბუბლეის 2009 წლის ალბომი „Crazy Love“ გამოსვლიდან სამ დღეში მოხვდა ბილბორდ 200-ში და იქ ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ხოლო 2011 წლის ალბომმა „Christmas“-მა ბილბორდ 200-ის პირველ პოზიციაზე ხუთი კვირა გაატარა. ბუბლეის მსოფლიო მასშტაბით 40 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.