პორტალის შესახებ

თქვენ მოხვდით მაკის პორტალში, სანავიგაციო გვერდზე სტატიებისთვის ეპლ კომპიუტერის შესახებ. თქვენც შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და მონაწილეობა მიიღოთ მაკის შესახებ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის შევსებაში.

 
რჩეული სტატია
Macintosh 128k - პირველი მაკინტოში, რომელიც 1984 წელს გამოვიდა.
Macintosh 128k - პირველი მაკინტოში, რომელიც 1984 წელს გამოვიდა.

მაკინტოში (Macintosh), ეპლ კომპიუტერის (Apple Computer Inc.) მიერ შექმნილი, დამუშავებული და წარმოებული პერსონალური კომპიუტერებია, რომელიც მაკინტოშის ოპერაციულ სისტემაზე (მაკ ოს) მუშაობს. მაკინტოშის ჯიშის ვაშლის სეხნია თავდაპირველად 1984 წლის 24 იანვარს გამოვიდა; ეს იყო პირველი პოპულარული პერსონალური კომპიუტერი, რომელიც ამჟამად სტანდარტად ქცეულ გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისს (გსი) იყენებდა, დესკტოპზე ფანჯრებითა და თაგუნას კონტროლით მაშინ სტანდარტული საკომანდო ხაზის ინტერფეისის ნაცვლად. ეპლი იმავე დროს განაგრძობდა ეპლ II ოჯახის კომიუტერთა გაყიდვას მაკების პარალელურად 1993 წლამდე. მას შემდეგ კი ყველა ეპლ კომპიუტერი მაკინტოშის ოჯახისა გახდა.

თანამედროვე მაკები საკმაოდ მრავალფეროვანია დაწყვებული ბიუჯეტური მაკ-მინიდან (Mac mini) საშუალო რანგის სერვერით, ექს-სერვი (Xserve), დამთავრებული. მაკინტოშის სისტემები ძირითადად განკუთვნილია საშინაო, საგანმანათლებლო და სახვითი ხელოვნების პროფესიული ბაზრებისთვის; ექს-სერვი G5 სერვერის გამოსვლის შემდეგ ეპლმა სამეწარმეო ბაზარშიც შეაღწია.

 
ახალი სტატიები
 
მნიშვნელოვანი მოვლენები
5 იანვარი, 2008
Mac Book Air გამოვიდა.
26 იანვარი, 2007
გამოვიდა ლეოპარდი, მაკ ოს X-ის მეექვსე მნიშვნელოვანი ვერსია.
8 აგვისტო, 2007
მეოთხე თაობის iMac გამოვიდა.
29 ივნისი, 2007
გაყიდვაში გამოდის iPhone.
9 აპრილი, 2007
100 მილიონი iPod გაიყიდა.

პორტალი:მაკი/პროდუქტი


 
რჩეული ფოტოსურათი

1984: სტივ ჯობსი, ეპლ კომპიუტერის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ახალი პერსონალური კომპიუტერი "მაკინტოში"-ს წარდგენისას. კომპიუტერს ჰქონდა 7.83MHz პროცესორი, 9" მონოქრომული ეკრანი, ერთი ფლოპი დისკის დრაივი და არ ჰქონდა მყარი დისკი. $1,995 - $2,495 ფასის ფარგლებში მას კონკურენცია უნდა გაეწია IBM-ის ბიზნესის პერსონალური კომპიუტერის ბაზრისთვის.


წყარო: გარდიანი
სხვა რჩეული ფოტოები...