რედ. რჩეული სტატია
სტოუნუოლ ინი - ღამის კლუბი ნიუ-იორკში, სადაც ჯანყი დაიწყო.
სტოუნუოლ ინი - ღამის კლუბი ნიუ-იორკში, სადაც ჯანყი დაიწყო.

სტოუნუოლის ჯანყი (ინგლ. Stonewall riots) — სისხლიანი კონფლიქტების სერია ქალაქ ნიუ-იორკის პოლიციასა და გეი და ტრანსსექსუალების ჯგუფებს შორის, რომელიც 1969 წლის 28 ივნისს გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდა. ეს შეტაკება ჰომო- და ტრანსსექსუალი ხალხის ასეთი მრავალრიცხოვანი ერთობლივი წინააღმდეგობის პირველი შემთხვევა იყო, რამაც შემდგომში გამოძახილი ჰპოვა სხვა ქვეყნების ლგბტ უფლებების მოძრაობებშიც. ეს ინციდენტი, რომესაც ასევე სტოუნუოლის ამბოხს, სტოუნუოლის რევოლუციას ან უბრალოდ სტოუნუოლს უწოდებენ შემდეგში დასაბამს უდებს გეი-პრაიდისა და დაიკ-მარშების პარადებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

სტოუნუოლის ამბოხის შემდეგ ლგბტ აქტივისტებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი, რომელსაც "Gay Liberation Front" (გეი განმანთავისუფლებელი ფრონტი) დაარქვეს. სახელი შეირჩა იმჟამად აქტიური ვიეტნამისა და ალჟირის ანტიიმპერიალისტური წიინააღმდეგობების მოძრაობების ასოციაციით. პოლიციის მიერ გეი-ბარებისა და დისკოთეკების დარბევა აშშ-ის ქალაქებში გეი-ცხოვრების განუყრელი მოვლენა იყო 1960-იან წლებამდე, როდესაც ბარების უეცარი დარბევები დიდ ქალაქებში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ ფაქტს უკავშირებენ დარბევებთან დაკავშირებულ გახშირებულ სასამართლო პროცესებსა და კოლუმბიის უნივერსიტეტის აქტივისტების მიერ დაარსებული ჰომოფილთა მოძრაობის მწვავე წინააღმდეგობას.