იუდაიზმი (ბერძ. Ἰουδαϊσμός, ებრ. יהדות, იაჰადუთ — «ებრაული რელიგია», ბიბლიური პატრიარქის იაკოვის შვილის იეჰუდას სახელიდან. იუდაიზმი მონოთეისტური რელიგიებიდან უძველესია. იუდაიზმის წმინდა წიგნია — თანახი (თორა) («ებრაული ბიბლია» ან «ძველი აღთქმა»), რომელშიც აღწერილია ებრაული ერის ისტორია დასაბამიდან მეორე ტაძრამდე.