პორტალი:ინტერნეტი

რედაქტირება ინტერნეტი

ინტერნეტი (Internet) არის "მსოფლიო-ქსელი", ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი. ინტერნეტს, ზოგჯერ ეძახიან, უბრალოდ "ქსელს"(The Net), ანუ ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IP პროტოკოლს და პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს.

რედაქტირება რჩეული სტატია

ბლოგი წარმოადგენს ჩვეულებრივ ერთი ადამიანის მიერ წარმოებულს ვებ-საიტს, რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან/და შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას. ჩანაწერები როგორც წესი განლაგებულია უკუქრონოლოგიურად.

ბლოგების უმეტესობა შეიცავს კომენტარს ან ახალ ამბავს კონკრეტული თემის შესახებ; ზოგჯერ კი წარმოადგენს ონლაინ დღიურს. ტიპიური ბლოგი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ბლოგების, ვებ-საიტების ლინკებს და სხვა თემასთან დაკავშირებულ მედიას. მკითხველების მიერ კომენტარების დატოვების საშუალება ინტერაქტიული ფორმატით ბევრი ბლოგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბლოგების უმეტესობა ძირითადად ტექსტურია, თუმცა ზოგიერთი ფოკუსირებულია ხელოვნებაზე (artblog), ფოტოგრაფიაზე (photoblog), ვიდეო მასალაზე (vlog), მუსიკაზე (MP3 blog), აუდიო მასალაზე (podcasting). მიკრო-ბლოგი ბლოგის განსხვავებული ფორმაა, რომელიც შედგება ძალიან მოკლე ჩანაწერებისგან. 2007 წლის დეკემბრისთვის, ბლოგების ძიების სისტემა Technorati ითვლიდა 112 მილიონ ბლოგს. (სრულად...)

რედაქტირება რჩეული სურათი
რედაქტირება იცოდით, რომ…
  • ...მსოფლიოში პირველი იმეილ სპამი გააგზავნა გარი თურქმა (Gary Thuerk) 1978 წელს და ეს წერილი 393 ადრესატმა მიიღო.
რედაქტირება რჩეული საიტი

თბილისის ფორუმი - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორუმი საქართველოში. ამოქმედდა 2001 წლის 25 იანვარს. მისი შექმნის ინიციატორი და თავად შემქმნელიც იყო Tim. თავიდან ფორუმი სუნთქავდა UBB ძრავით, ხოლო მოგვიანებით vBulletin-ზე გადავიდა. ამჟამად Invision Power Board-ის სისტემაზე მოქმედებს. ამჟამად (2008 წელი) ფორუმით სარგებლობს 40000-მდე წევრი (user), გახსნილია 220000-მდე თემა (topic) და ამ თემებზე არის 9 მილიონამდე გამოხმაურება (posting).

რედაქტირება კატეგორიები
რედაქტირება ახალი სტატიები


რედაქტირება დაკავშირებული პორტალები

ქეშის გაწმენდა