იაპონია (იაპ. 日本 - ნიპონ, ნიჰონ; ოფიც. 日本国 - ნიპონ-კოკუ, ნიჰონ-კოკუ) — კუნძული-სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში, წყნარ ოკეანეში, ჩინეთის, კორეისა და რუსეთის აღმოსავლეთით. 3.000-ზე მეტ კუნძულთა შორის, რომელზეც ეს ქვეყანა მდებარეობს, ძირითადია ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ. 128 მილიონი მოსახლით იაპონია სიდიდით მეათეა მსოფლიოში. ეკონომიკური ზესახელმწიფო, იაპონია ნომინალური მშპ-ით მსოფლიოში სიდიდით მეორეა. ის ასევე მსოფლიო ლიდერია ტექნოლოგიასა და მანქანათმშენებლობაში. (იხ. სრულად)