პორტალი:თეატრი/ძირითადი მოვლენები
იანვარი რედაქტირება
თებერვალი რედაქტირება
რედ.
ამ თვეს...
- 3 თებერვალი, 1869 – ედვინ ბუთის ბუთის თეატრი გაიხსნა მანჰეტენზე, ნიუ-იორკი, შექსპირის წარმოდგენით "რომეო და ჯულიატა".
- 19 თებერვალი, 1704 – იჩიკავა დანძურო I (სურათზე), ადრეული და გავლენიანი კაბუკის მსახიობი, სცენაზე დანის ჩასმით მოკლა მისმა თანამსახიობმა იკუშიმა ჰანროკუმ.
- 24 თებერვალი, 1607 – კლაუდიო მონტევერდის "ორფეოსი" უძველესი საოპერო ნაშრომია, რომელიც დღემდე იდგმება.
- 27 თებერვალი 1877 – პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტი "გედების ტბა" პრემიერაზე კრიტიკოსებმა ცივად მიიღეს.
მარტი რედაქტირება
რედ.
ამ თვეს...
- 3 მარტი, 1875 - ჟორჟ ბიზეს ოპერის „კარმენი“ პრემიერა შედგა ოპერა-კომიკში, პარიზი.
- 4 მარტი, 1877 - პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტის „გედების ტბა“ პრემიერა შედგა მოსკოვის ბოლშოი თეატრში.
- 9 მარტი, 1842 - ჯუზეპე ვერდის მესამე ოპერა „ნაბუკოს" პრემიერა შედგა მილანში, რომლის წარმატებამ ავტორს სამუდამოდ დაუმკვიდრა ადგილი იტალიის მოწინავე საოპერო მწერალთა რიგში.
- 20 მარტი, 1828 – დაიბადა ჰენრიკ იბსენი, "თანამედროვე დრამატურგიის მამა", რომლის პიესებმა ვიქტორიის ხანის მორალი გააკრიტიკა.
- 22 მარტი, 1832 - გარდაიცვალა იოჰან ვოლფგანგ გოეთე (სურათზე), რომლის საუკეთესო ნაწარმოები „ფაუსტი“ მისი გარდაცვალების წელს დასრულდა და მომდევნო წელს გამოიცა.
- 29 მარტი, 1879 - პეტრე ჩაიკოვსკის ოპერის „ევგენი ონეგინი“ პრემიერა შედგა მალი თეატრში.
აპრილი რედაქტირება
რედ.
ამ თვეს...
- 6 აპრილი, 1947 - პირველი ტონის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა ვალდორფ ასტორია ჰოტელში, ნიუ-იორკი.
- 12 აპრილი, 1937 - გარდაიცვალა აბდულჰაქ ჰამიდ თარჰანი, თურქი დრამატურგი და პოეტი, თურქული რომანტიული პერიოდის ერთ-ერთი წამყვანი ვარსკვლავი.
- 23 აპრილი, 1616 - გარდაიცვალა უილიამ შექსპირი (სურათზე), ყველა დროის უდიდესი ინგლისელი დრამატურგი.
- 24 აპრილი, 1884 - გარდაიცვალა მარი ტაგლიონი, პირველი ბალერინა, რომელმაც „სილფიდაში“ მთელი პარტია პუანტით იცეკვა.
- 29 აპრილი, 1968 - ბროდვეიზე შედგა „თმის“ პრემიერა — წარმოდგენა, რომელმაც ”როკ-მიუზიკლის” ჟანრი განსაზღვრა.
მაისი რედაქტირება
რედ.
ამ თვეს...
- მაისი, 1957 : დრამატურგმა ართურ მილერმა უარი თქვა მეგობრებისა და კოლეგების ჩაშვებაზე თემთა პალატის არაამერიკული საქმიანობის კომიტეტთან, რის გამოც ის 30 დღით დააპატიმრეს, $500-ით დააჯარიმეს, შავ სიაში შეიყვანეს და აშშ-ის პასპორტი ჩამოართვეს.
- 5 მაისი, 1893 : დაიბადა ივო პელაი, ნაყოფიერი არგენტინელი დრამატურგი, რომლის მიუზიკლებმა ტანგოს პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.
- 9 მაისი, 1662 : თოჯინების "პანჩი და ჯუდი" (სურათზე) პირველი დოკუმენტურად აღწერილი წარმოდგენა შედგა ინგლისში.
- 22 მაისი, 1872 : სპეციალურად რიხარდ ვაგნერის ოპერებისთვის განკუთვნილი ბაიროითის თეატრის საძირკველი ჩაიყარა.
- 29 მაისი, 1913 : იგორ სტრავინსკის ბალეტის "Le Sacre du printemps" პრემიერა შედგა პარიზში.
ივნისი რედაქტირება
რედ.
ამ თვეს...
- ივნისი, 1643 : დასავლური ტრადიციის ერთ-ერთი უდიდესი კომედიური დრამატურგი მოლიერი (სურათზე) საკუთარ შეძლებულ ოჯახს ტოვებს და თეატრალურ კარიერას მისდევს.
- 9 ივნისი, 1949 : ხანძარმა სრულიად გაანადგურა რუსთაველის თეატრი. შენობა ერთ წელიწადში აღადგინეს საარქივო ფოტოების მიხედვით.
- 18 ივნისი, 1979 : გარდაიცვალა როდოლფო უსიგლი, "მექსიკის რევოლუციის დრამატურგი".
- 20 ივნისი, 1703 : უდიდესი იაპონელი დრამატისტი ჩიკამაცუ მონძაემონის "სონეძაკიში სიყვარულის თვითმკვლელობების" პრემიერა გამიართა.
- 21 ივნისი, 1737 : ლიცენზიის აქტით ლორდმა ჩემბერლენმა ინგლისში ნებისმიერი სპექტაკლის ჩვენების ცენზურის უფლება მიიღო.
ივლისი რედაქტირება
რედ.
ამ თვეს...
- ივლისი, 1996 : ძველბერძნული დრამის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა კვიპროსზე.
- 10 ივლისი, 1640 : დაიბადა აფრა ბენი (სურათზე), პირველი პროფესიონალი დრამატისტი ქალი ინგლისში.
- 13 ივლისი, 1934 : დაიბადა ვოლე შოინკა, აფრიკის ყველაზე გამოჩენილი დრამატურგი და პირველი აფრიკელი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში.
- 17 ივლისი, 1951 : ინგლისურენოვან მსოფლიოში პირველი სახელმწიფო თეატრის — ირლანდიის ეროვნული თეატრის — შენობა დაიწვა.
აგვისტო რედაქტირება
რედ.
ამ თვეს...
- 1748 : ბუნკარუს პირველი წარმოდგენა შედგა ჩუშინგურას ისტორიაზე ტაკედა იძუმო II-ს, მიიოში შორაკუსა და ნამიკი სენრიუს მიერ.
- 1947 : პირველი ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა ედინბურგში, შოტლანდია.
- 8 აგვისტო, 1963 : სინგაპურის ეროვნული თეატრი გაიხსნა სინგაპურის თვითმმართველობის წლისთავის აღნიშვნით.
- 24 აგვისტო, 1680 : ლუი XIV-მ კომედი-ფრანსეზი (სურათზე) დააფუძნა.