მარიას სვეტი დანახული კონსტანტინეს ბაზილიკადან
მარიას სვეტი დანახული კონსტანტინეს ბაზილიკადან

ტრირის მარიას სვეტი არის მარიას პატივსაცემად აგებული ძეგლი. ძეგლის სიმაღლე კვარცხლბეკითურთ 40 მეტრი არის და შორიდანაც კარგად ჩანს. ძეგლი თავისი მდებარეობით ისე ზის არქიტექტონიკულ ლანდშაფტში, რომ ილუზიას ქმნის თითქოს მდინარე მოზელის მეორე, მარცხენა სანაპიროზე მდებარე 300 მეტრიან მარკუსბერგს (ქართ. მარკოზის მთა) უთანაბრდებოდეს სიმაღლით.

მარიას სვეტი აშენდა 19–ე საუკუნეში ქალაქ ტრირში კათოლიკურ და პროტესტანტულ მოსახლეობას შორის ურთიერთდაპირისპირებების ფონზე.

2007 წლის გაზაფხულზე ტრირის ეპარქიის სახსრებით ჩატარდა ძეგლის სრული სარესტავრაციო და სარეგენერაციო სამუშაოები. სამუშაოების დასრულების შემდეგ 2007 წლის 14 სექტემბერს ხელახლა აკურთხეს სვეტი. კურთხევა აღასრულა ეპისკოპოსმა რაინჰარდ მარქსმა.

სრულად...