პორტალი:ახლო აღმოსავლეთი

مرحباკეთილი იყოს თქვენი მობრძანება!ברוך־הבא


რედაქტირება ახლო აღმოსავლეთი
ახლო აღმოსავლეთი მსოფლიოს ის ნაწილია, სადაც წარმოიშვა მრავალი კულტურა და რელიგია (ქრისტიანობა, ისლამი და იუდაიზმი). რეგიონი მოიცავს თანამედროვე ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიებს, იორდანიას, სირიასა და ლიბანს, ასევე მცირე აზიას (თანამ. თურქეთი), მესოპოტამიას (ერაყი და აღმ. სირია) და ირანის მთიანეთს (ირანი), ასევე ეგვიპტეს, მიუხედავად იმისა, რომ აფრიკის კონტინენტის ნაწილია. (...სრულად)
რედაქტირება რჩეული პანორამა
კაირო ღამეს
კაირო ღამეს
ეგვიპტეს დედაქალაქი კაირო. ღამის ხედი
რედაქტირება რჩეული სტატია
ქვა ლურსმული წარწერით ლაგაშიდან.

შუმერი - (შუმერულად ki-en-gir) უძველესი ცივილიზაცია მესოპოტამიაში ძვ. წ. VI - ძვ. წ. III ათასწლეულებში. დღეისთვის შუმერული ცივილიზაცია ჩვენთვის ცნობილი უძველესი კულტურაა. სავარაუდოდ სწორედ შუმერებმა მოიგონეს ირიგაცია, ბორბალი და დამწერლობა.

ადამიანის მიერ სამხრეთ შუამდინარეთის ათვისება დაიწყო ძვ. წ. VI ათასწლეულში. VI - V ათასწლეულებში აქ დასახლებული ტომები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, რეგიონში ძალიან ცოტა იყო მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწები. მხოლოს ძვ. წ. IV ათასწლეულისთვის დაიწყეს ტომებმა გაერთიანება და ევფრატის ნაპირებზე ირიგაციული სისტემების შექმნა. საირიგაციო სისტემის შექმნამ გამოიწვია მოსავლის ზრდა და პროდუქციის დაგროვების შესაძლებლობა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა შრომის დიფერენციაცია და მოგვიანებით კლასების ჩამოყალიბება...(...სრულად

რედაქტირება რჩეული ბიოგრაფია

სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი, ევროპაში ცნობილი როგორც სალადინი (დ. 1137/1138 - გ. 4 მარტი 1193), ეგვიპტის სულთანი 1171-იდან, აიუბიდების დინასტიის დამაარსებელი; წარმოშობით ქურთი.

დაიბადა ერაყის ქალაქ ტიკრიტში საიდანაც მისი ოჯახი გააძევეს მოსულში. 1164-69 მონაწილეობდა მოსულის მმართველების - ზენგიდების - ლაშქრობაში ეგვიპტეში. 1169 დაინიშნა ეგვიპტის ვეზირად, ხოლო 1171 ხელთ იგდო ერთპიროვნული ძალაუფლება და სულთნის ტიტული მიიღო. ამ დროიდან იწყება ეგვიპტეში მისი სახელობის ფულის მოჭრაც. 1174-76 დამპრობლური ომების შედეგად შეიერთა სირია, შუამდინარეთი, იემენი და შემქნა ვრცელი იმპერია რომელიც წინ აღუდგა ჯვაროსნულ ლაშქრობებს. 1187 წლის 3-4 ივლისს სალადინის ჯარებმა დაამარცხეს ჯვაროსნები სოფელ ჰიტინთან (პალესტინა); იმავე წლის 2 ოქტომბერს აიღეს...(...სრულად

რედაქტირება მუსიკა და ვიდეო
რედაქტირება იცოდით, რომ…
რედაქტირება რჩეული სურათი
რედაქტირება კატეგორიები
რედაქტირება რეგიონები