პოლონეთის დემოგრაფია

პოლონეთის დემოგრაფია არის პოლონეთის მოსახლეობის ისეთი დემოგრაფიული მაჩვენებლები როგორიცაა: მოსახლეობის სიმჭიდროვე, ეთნიკური შემადგენლობა, განათლების დონე, მოსახლეობის ჯანმრთელობა, ეკონომიკური მდგომარეობა, რელიგიური შეხედულებები და სხვა ასპექტები.

FAO-ს მონაცემებით პოლონეთის დემოგრაფიული სურათი 1961-2010 წლებში; ციფრები ნაჩვენებია მილიონებში.

პოლონეთის სტატისტიკიც ცენტრალური ოფისის მიხედვით 2007 წლის ბოლოსთვის პოლონეთს ჰყავდა 38,115,000 მოსახლე, რაც შეადგენს საშუალოდ 122 ადამიანს ერთ კვადრატულ კილომეტრზე (ქალაქური დასახლებების ტერიტორიაზე 1105 ადამიანი 1 კმ²-ზე, სოფლის ტერიტორიებზე 50 ადამიანი 1 კმ²-ზე). ქალაქის მაცხოვრებლების პროცენტული წილი ნელ-ნელა მცირდება და ახლა შეადგენს 61.5%-ს. პოლონეთი მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში 33-ეა, ხოლო ევროპაში მე-9 (მისი მოსახლეობა შეადგენს მთელი ევროპის მოსახლეობის 5.4%-ს). მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი თითქმის სტაგნაციას განიცდის (0,08%). 2009 წლის მიხედვით კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 73.1 ხოლო ქალების 79.5 წელია. მოსახლეობის განაწილება არის არათანაბარი. ეთნიკური თვალსაზრისით პოლონეთი არის ჰომოგენური. მოსახლეობის 96.7% პოლონელია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება