პოლარული ღამე — პერიოდი, როცა მზე 24 საათზე (ანუ ერთ დღე-ღამეზე) მეტ ხანს არ ჩანს ჰორიზონტზე. ყველაზე მოკლე პოლარული ღამე (თითქმის ორი დღე-ღამე) გვხვდება განედზე ≈ 67° 24′ ჩ. გ., რომელიც განსაზღვრულია, როგორც ჩრდილოეთ პოლარული წრის განედი ≈ 66° 34′ ჩ. გ., რომელზეც დამატებულია მზის დისკოს რადიუსი (15-16′) და ატმოსფერული რეფრაქციის სიდიდე (ზღვის დონეზე საშუალოდ 35′); ყველაზე გრძელი — სამხრეთ პოლუსზე, 6 თვეზე ოდნავ ნაკლები.

პოლარული ღამე (5 იანვარი 14:49) ვორკუტაში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება