პიუს II (ლათ. Pius Secundus) ერისკაცობაში ენეა სილვიო დე პიკოლომინი (იტალ. Enea Silvio Piccolomini (დ. 18 ოქტომბერი, 1405, ფლორენცია, იტალია — გ. 14 აგვისტო, 1464, ანკონა, იტალია) — რომის პაპი 1458–1464 წლებში.

პინტურიკიო: პიუს II

ბიოგრაფია რედაქტირება

ენეა პიკოლომინი ცხოვრების პირველ პერიოდში, მის ახალგაზრდობაში გამოირჩეოდა იმით, რომ პროფესიით იურისტი იყო პოეტი, იმპერატორ ფრიდრიხ III-ის მდივანი და გართობის მოყვარული. შემდეგ იგი დაადგა სასულიერო გზას, უკუაგდო კონცილიარიზმის იდეები, და თავისი ცხოვრების წესით გამორჩეული, გახდა ჯერ ეპისკოპოსი და შემდეგ იქნა პაპად არჩეული. მისი პაპობის მთელი პერიოდი პიუს II-მ მიუძღვნა ჯვაროსნული ომის მომზადებას ოსმალების წინააღმდეგ, რომლებმაც ამ პერიოდში კონსტანტინეპოლის აღება მოახერხეს. პიუსმა მოუწოდა რა ევროპელ მეფეებს ჯვაროსნული ომისკენ კონსტანტინეპოლის განსათავისუფლებლად, გამოაცხადა, რომ თვითონ გაუძღვებოდა რაინდებს და ჯვაროსანთა შეხვედრის ადგილად დათქვა ანკონა. უშუამდგომლა, შეარიგა და დაიპირა ევროპის არა ერთი მეფე-მთავარი ოსმალების წინააღმდეგ ომისთვის, რომლის მზადების დროსაც (1464) იგი ანკონაშივე გარდაიცვალა, სადაც იგი უკვე ძლიერ ავადმყოფი თავისივე დაჟინებით ჩავიდა. იგი გარდაიცვალა მაშინ, როდესაც პირველი ნაწილი ერთგული ჯვაროსნებისა უკვე ჩამოსული იყო. მეფეთა შორის, რომელნიც მას ომში მონაწილეობა დაპირდნენ, იყვნენ ქართველი მეფეები, გიორგი VIII და ბაგრატ VI. პიუს II-ისა და გიორგი VIII-ს ურთიერთობა იმითაც არის საინტერესო, რომ პაპმა ქართველი მეფის თხოვნით ამავე მეფისა და სხვა ქართველ კათოლიკეთა პატრიარქად დაამტკიცა ლუდოვიკე ბოლონიელი. 1461 წელს პიუს II-მ დაწერა ცნობილი (და არასდროს გაგზავნილი) წერილი მეჰმედ II-სადმი, რომლითაც იგი მეჰმედის ქრისტიანობაზე მოქცევას ისახავდა მიზნად. დაწერა ორი კოსმოგრაფიული თხზულება „De Europa“ და „De Asia“, რომელთაც მოგვიანებით კოლუმბი იყენებდა.

ლიტერატურა რედაქტირება

წინამორბედი:
კალიქსტუს III
რომის პაპი

14581464
შემდეგი:
პავლე II