პისკო – ქალაქი პერუში, მდებარეობს იკას რეგიონში და წარმოადგენს პისკოს პროვინციის დედაქალაქს. ქალაქი ზღვის დონიდან 9 მეტრზეა განლაგებული. თავიდან პისკო იყო სოფელი, რომელიც 1640 წელს შეიქმნა, ამავე სახელწოდების მქონე დასახლებასთან ახლოს. პისკო კეჩუას ენაზე "ჩიტს" ნიშნავს. პისკოს აყვავება მის ახლოს მდებარე ვენახებით არის განპირობებული და ასევე არსებობს პერუული ყურძნის ლიქიორი, პისკო.

ქალაქი
პისკო
Pisco

პლასა დე არმასი 2001. ეკლესია დაინგრა 2007 წლის მიწისძვრის დროს
დროშა

ქვეყანა პერუს დროშა პერუ
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 12°02′00″ ს. გ. 77°01′00″ დ. გ. / 12.04333° ს. გ. 77.02833° დ. გ. / -12.04333; -77.02833
ქალაქის მერი ხუან ენრიკე მენდოზა ურიბე
დაარსდა 1640
ფართობი 3978.19 კმ²
ცენტრის სიმაღლე 17 მეტრი
მოსახლეობა 116,865 კაცი
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 056
ოფიციალური საიტი http://www.munipisco.gob.pe/
პისკო (პერუ) — პერუ
პისკო (პერუ)

პისკოს ჩვეულებრივ სტუმრობენ რათა მოინახულონ პარაკასის ეროვნული ნაკრძალი, სადაც მოქცეულია უამრავი ზღვის ცხოველი და ჩიტი. ნაკრძალში არის ასევე ბალესტასის კუნძულები, სადაც შეზღუდულია ხალხის რაოდენობა, მაგრამ შეგიძლიათ ნავის პატარა ექსპედიციითაც მიუახლოვდეთ. ჩინჩას კუნძულებიც ახლოსვე მდებარეობს. კუნძულებზე არის უამრავი ფრინველი: პელიკანები, პინგვინები და ბევრი სხვა ადგილობრივი ჯიშის ზღვის ჩიტები. აქ არის ასევე ზღვის ლომები, კუები, დელფინები და ვეშაპები.

მეორე ღირსშესანიშნაობა პისკოში "ელ კანდელაბროა", გიგანტური ზომის ნახატი ქვიშაში, რომლის შექმნის შესახებ არსებობს სხვადასხვა თეორია, მაგრამ მეცნიერები ჯერაც ვერ შეთანხმებულან.

პისკო ერთ–ერთი უძველესი ცივილიზაციაა პერუში და ცნობილია პარაკასის კულტურის სახელით. მისი შესანიშნავი გეოგრაფიული მდებარეობის გამო (იგულისხმება გზაჯვარედინები ანდებისკენ) ესპანელები პისკოს დედაქალაქის სტატუსის მინიჭებას უპირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ლიმაზე შეაჩერეს.

ქალაქს 116,865 მოსახლე ჰყავს.


2007 წლის მიწისძვრა რედაქტირება

2007 წლის 15 აგვისტოს, ოთხშაბათს, ქალაქი ძალიან ახლოს იყო 8.0–მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრთან, რომელიც სამხრეთ ცენტრალურ პერუს დაატყდა თავს. მედია იუწყებოდა რომ ქალაქის 80% დაინგრა, პისკოში მდებარე სენ კლემენტის ტაძრის ჩათვლით, რომელშიც უამრავი ადამიანი იყო მოგროვილი მიწისძვრის დროს. 100–ზე მეტი მიცვალებული გამოასვენეს სენ კლემენტის ტაძრიდან. პლაზა და არმასის ტაძარიც მიწისძვრის დროს დაინგრა და ამან თითქმის 150 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება