პირვიწრო ბაყაყისებრნი

პირვიწრო ბაყაყისებრნი (ლათ. Microhylidae) — უკუდო ამფიბიების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 10,2 სმ აღწევს. ოჯახში 50 გვარი და დაახლოებით 250 სახეობაა. გავრცელებულია არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, ტროპიკულ ამერიკაში. გვხვდებიან ბალახსა და ბუჩქნარებში, ნაწილი მთხრელივით ცხოვრობს მიწაში. იკვებებიან მწერებით. უმრავლესობა გამრავლების პერიოდში წყალში ჩადის. ზოგი სახეობის მეტამორფოზი კვერცხშივე მთავრდება.

პირვიწრო ბაყაყისებრნი
Gastrophryne carolinensis
Gastrophryne carolinensis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ამფიბიები
რიგი:  უკუდო ამფიბიები
ოჯახი:  პირვიწრო ბაყაყისებრნი
ლათინური სახელი
Microhylidae

ლიტერატურა რედაქტირება