პირველადპირიანები

პირველადპირიანები (ლათ. Protostomia) — იმ ცხოველების საერთო სახელწოდება, რომელთა პირი წარმოქმნილია პირველადი პირიდან ანუ ბლასტოპორიდან, ანდა მისი წინა ნაწილიდან. პირველადპირიანებს ახასიათებს ექტოდერმული გარეგანი ჩონჩხი, მეზოდერმის წარმოქმნა ტელობლასტური ტიპით, ზიგოტის სპირალური დაყოფა (ხშირად შეცვლილი) და სხვა. პირველადპირიანები მოიცავს ყველა ბილატერალურ მრავალუჯრედიან ცხოველს კანეკლიანების, ქორდიანების, როგორც ჩანს, აგრეთვე ჯაგარყბიანებისა და მხარფეხიანების გარდა (შეადარეთ მეორეულპირიანები).

პირველადპირიანები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ქვესამეფო:  ევმეტაზოები
(რანგის გარეშე):  პირველადპირიანები
ლათინური სახელი
Protostomia (Grobben, 1908)

ლიტერატურა რედაქტირება