პინიატა (ესპ. Piñata) — მექსიკური წარმოშობის ღრუ სათამაშო. საკმაოდ მსხვილი ზომისაა. ამზადებენ პაპიე-მაშესაგან ან რბილი შემოსახვევი ქაღალდისაგან. აფორმებენ ორნამენტებითა და მორთულობებით. თავისი ფორმით პინიატა გამოსახავს ცხოველს (ძირითადად ცხენს) ან გეომეტრიულ ფიგურას. ავსებენ სხვადასხვა ტკბილეულითა და სიურპრიზებით ბავშვებისათვის (კანფეტი, ტკაცუნა, სათამაშო, კონფეტი, კაკალი და სხვ.).

ცხრაქიმიანი ვარსკვლავის ფორმის პინიატა

პინიატას იყენებენ თამაშის ერთ-ერთ სახეობაში, რა დროსაც თვალახვეული ადამიანი ჯოხით მის გატეხვას ცდილობს რათა გატეხოს იგი და შიგნეულობა თამაშის მონაწილეთათვის გამოათავისუფლოს.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. Las piñatas. Guía de San Miguel de Allende. ციტირების თარიღი: 20 de abril de 2010.