პიერ ლესკო (ფრანგ. Pierre Lescot; დ. 1515, პარიზი ― გ. 10 ოქტომბერი, 1578, პარიზი) — ფრანგი არქიტექტორი, მუშაობდა პარიზში. ლესკოს ნამუშევრები მოასწავებდა ფრანგული აღორძინების აყვავებას. ლესკოს ნამუშევრებია სენ-ჟერმენ ლ’ოქსერუას ეკლესიის ამბიონი (1542–1544), ფრაგმენტები ლუვრში და ლუვრის სამეფო სასახლე. მას ასევე მიაწერენ ოტელ ლინერის აშენებას (1544) და უმანკოთა შადრევნის (1547–1549) მშენებლობაში მონაწილეობას.

პიერ ლესკო
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 1515
დაბ. ადგილი პარიზი
გარდ. თარიღი 10 სექტემბერი, 1578
გარდ. ადგილი პარიზი
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[1] , მოქანდაკე, მხატვარი და რესტავრატორი
მოქალაქეობა საფრანგეთი
მნიშვნელოვანი პროექტები Aile Lescot

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება