პიაცა-დეი-მირაკოლი

პიაცა-დეი-მირაკოლი (იტალ. Piazza dei Miracoli- საოცრებათა მოედანი) — ვრცელი, კედლით შემოსაზღვრული ტერიტორია იტალიის ქალაქ პიზაში. მიჩნეულია შუა საუკუნეების ხელოვნების ერთ-ერთ მსოფლიო ცენტრად. მოედანი ნაწილობრივ მოასფალტებულია, ნაწილობრივ კი მდელოებით დაფარული. არეალი მოიცავს ოთხ უმნიშვნელოვანეს რელიგიურ ნაგებობას: დუომოს კათედრალს, პიზის კოშკს, პიზის ბაპტისტერიას და კამპოსტანოს.

პიაცა-დეი-მირაკოლის მოედანი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 43°43′24″ ჩ. გ. 10°23′43″ ა. გ. / 43.72333° ჩ. გ. 10.39528° ა. გ. / 43.72333; 10.39528
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1987  (მე-11 სესია)
ნომერი 395
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 395
ინგლ.რუს.ფრ.

მოედანს სახელი შეარქვა იტალიელმა მწერალმა და პოეტმა გაბრიელე დ'ანუნციომ, რომელმაც ის 1910 წელს აღწერა თავის ნოველაში Forse che si forse che no სულ რაღაც ერთი წინადადებით: L’Ardea roteò nel cielo di Cristo, sul prato dei Miracoli, რაც ნიშნავს - „ყანჩა ფრინავდა ქრისტეს ცაზე, სასწაულების მდელოს თავზე“.

1987 წელს, მთლიანი მოედანი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

 
პანორამა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება