პეხშტაინი (გერმ. Pechstein) — გაფისული ქვა – ღრმად ჰიდრატირებული მჟავე ვულკანური მინა, რომელიც შეიცავს 10%-მდე წყალს. შავი, მუქი მომწვანო, მოწითალო მურა შეფერილობისაა. სიმკვრივე 2400-2500 კგ/მ³. პუასონის კოეფიციენტი 0,1-0,2. თბოგამტარობა 1,7-3,1 ვტ/(მ•კ). შეიცავს მიკროლითებს, იშვიათად — ფენოკრისტალებს. განარჩევენ ლიპარიტულ, ტრაქიტულ, დიაბაზურ და ფონოლიტურ პეხშტაინს. მაღალ ტემპერატურაზე გახურებისას პეხშტაინისგან გამოიყოფა აირები, რომელთა მოცულობა 15-20-ჯერ აჭარბებს ქანის მოცულობას. პეხშტაინი ცნობილია საფრანგეთის, უნგრეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების ვულკანური ოლქებიდან. იყენებენ გაფუებული პერლიტის მისაღებად.

პეხშტაინი
პეხშტაინი
ცნობები
ტიპი მაგმური ქანი
შედგენილობა მიკროლითი
ფენოკრისტალი
შეფერილობა შავი, მუქი მომწვანო, მოწითალო მურა
გამოიყენება გაფუებული პერლიტის მისაღებად

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება