პეშვა (მარათჰულად – पेशवे) — ინდური ტიტული, თანამედროვე პრემიერ-მინისტრის ეკვივალენტი მარათებში. სიტყვა „პეშვა” მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან და ცნობილია 1152 წლიდან. იგი შემოიღეს XVII საუკუნეში იმპერატორ შივაჯის მიერ, როგორც თანამდებობა. XVIII საუკუნიდან პეშვა ბალაჯი ვისვანათჰას დროიდან თანამდებობა გახდა მემკვიდრეობითი და ფაქტობრივად აღნიშნავდა ქვეყნის უმაღლეს მმართველს. პირველი პეშვა იყო ბრაჰმანი მოროპანტ ტრიმპაკ პინგლი. თანამდებობა გააუქმეს 1818 წელს ინგლისელთა მიერ მარათების სახელმწიფოს დაპყრობის შემდეგ. უკანასკნელი პეშვა ბაჯი რაო II (მმართველი 1796-1818 წწ.), ხელისუფლების დაშლის შემდეგ ინგლისელთაგან იღებდა ყოველწლიურ პენსიას.

პეშვა მოსამსახურეების თანხლებით

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება