პერუს მთიანი ნაწილი ძირითადად სანაპირო ზოლში მდებარეობს. ანდები ცალკეული ქედებისგან და ხეობებისგან შედგება. ქვეყნის ამ ნაწილს სიერას უწოდებენ. დიდ სიმაღლეზე, ქედებს შორის მდებარეობს ზეგანი, რომელსაც ჰუნა ეწოდება. მთის ჰავა ნაირგვარია, დასავლეთით მდებარე ქედებზე ნალექები ნაკლები რაოდენობით მოდის ვიდრე აღმოსავლეთით. ზეგანი დაფარულია მდელოთი, რომელიც თითქმის მუდმივი თოვლის ზონამდე ვრცელდება. იქ სადაც ნალექების რაოდენობა მცირდება, მდელო სტეპებში გადადის. მთები მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, განსაკუთრებით ფერადი ლითონებით. გამოირჩევა სპილენძის მარაგით.

მთების სია რედაქტირება

 
უასკარანი
 
კოროპუნა

აქ წარმოდგენილია პერუს 10 უმაღლესი მთის სია.

მთა სიმაღლე
(მეტრი)
რეგიონი ქედი
სამხრ. უასკარანი 6,746 ანკაში კორდილიერა-ბლანკა
ჩრდ. უასკარანი 6,655 ანკაში კორდილიერა-ბლანკა
ჯერუპახა 6,617 ანკაში კორდილიერა-უაიუასი
ჯერუპახა ჩიკო 6,121 ანკაში კორდილიერა-უაიუასი
კოროპუნა 6,425 არეკიპა კორდილიერა-ოკსიდენტალი
კოროპუნა-კასულია 6,377 არეკიპა კორდილიერა-ოკსიდენტალი
აღმოსავლეთი კოროპუნა 6,305 არეკიპა კორდილიერა-ოკსიდენტალი
უანდოი 6,395 ანკაში კორდილიერა-ბლანკა
სამხრეთი უანდოი 6,160 ანკაში კორდილიერა-ბლანკა
აუსანგატე 6,372 კუსკო კორდილიერა-ვილკანოტა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება