პერსეპოლისი (საფეხბურთო კლუბი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პერსეპოლისი (მრავალმნიშვნელოვანი).

პერსეპოლისი (სპარს. باشگاه فوتبال پرسپولیس) — ირანული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თეირანიდან. ასპარეზობს სპარსეთის ყურის პრო ლიგაში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძლიერ, ტიტულოვან და პოპულარულ გუნდად ირანული ფეხბურთის ისტორიაში.

პერსეპოლისი
სრული სახელი სპარს. باشگاه فوتبال پرسپولیس
ინგლ. Persepolis Tehran Football Club
საფეხბურთო კლუბი პერსეპოლისი
მეტსახელი წითლები (სპარს. سرخ ها),
წითელი არმია (სპარს. ارتش سرخ)
დაარსდა დეკემბერი1963; 60 წლის წინ (1963-12)
სტადიონი აზადი, თეირანი, ირანი
(ტევადობა: 78 116 მაყურებელი)
პრეზიდენტი ირანის დროშა ჯაფარ სამიეი
მწვრთნელი ირანის დროშა იაჰია გოლმოჰამადი
ლიგა სპარსეთის ყურის პრო ლიგა
2022–23 მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

ისტორია რედაქტირება

საფეხბურთო კლუბ „პერსეპოლისის“ ისტორია სათავეს 1963 წლის დეკემბრიდან იღებს. მისი დამფუძნებელი იყო ირანელი მოკრივე ალი აბდო (სპარს. علی عبده), რომელიც კლუბს 1963–1975 წლებში ედგა სათავეში. 1968 წლიდან „პერსეპოლისი“ ირანის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში ასპარეზობს და ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ კლუბად ითვლება: არის ქვეყნის ცამეტგზის ჩემპიონი და ცხრაგზის ვიცე-ჩემპიონი, ჰაზფის თასის ექვსგზის მფლობელი და ორგზის ფინალისტი, აზიის თასების მფლობელთა თასის მფლობელი და ფინალისტი, ასევე აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ჩემპიონთა ლიგის ორგზის ფინალისტი. 2020 წლის 13 იანვრიდან კლუბის მთავარი მწვრთნელია იაჰია გოლმოჰამადი.[1][2][3][4]

მიღწევები რედაქტირება

  ირანის ჩემპიონატი
  •   ჩემპიონი (15): 1971–72, 1973–74, 1975–76, 1995–96, 1996–97, 1998–99, 1999–2000, 2001–02, 2007–08, 2016–17, 2017–18, 2018–19, 2019–20, 2020/21, 2022/23
  •   ვიცე-ჩემპიონი (10): 1974–75, 1976–77, 1977–78, 1989–90, 1992–93, 1993–94, 2000–01, 2013–14, 2015–16, 2021–22
  ჰაზფის თასი
  •   თასის მფლობელი (6): 1987–88, 1991–92, 1998–99, 2009–10, 2010–11, 2018–19
  •   ფინალისტი (2): 2005–06, 2012–13
ირანის სუპერთასი
  •   თასის მფლობელი (3): 2017, 2018, 2019
აზიის თასების მფლობელთა თასი
  •   თასის მფლობელი (1): 1990–91
  •   ფინალისტი (1): 1992–93
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ჩემპიონთა ლიგა
  •   ფინალისტი (2): 2018, 2020

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Yahya Golmohammadi named Persepolis head coach. AFC Champions League. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2021.
  2. Yahya Golmohammadi happy to return to Persepolis. Tehran Times. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2021
  3. Yahya Golmohammadi named Persepolis coach. Tehran Times. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2021
  4. Yahya Golmohammadi. WorldFootball.net. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2021.