პერევისის წმინდა გიორგის ეკლესია

პერევისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - შუა საუკუნეების ეკლესია სოფელ პერევისაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტი.

პერევისის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა პერევისა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება IX საუკუნე
დეტალები

ისტორია რედაქტირება

ტაძარს IX საუკუნეში აქვს საფუძველი ჩაყრილი. შემორჩენილია XI-XIII საუკუნეების კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. 1920 წლის 7 სექტემბერს პერევისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, მეცნიერმა ექვთიმე თაყაიშვილმა მოინახულა და მის შესახებ ჩანაწერები გააკეთა.

ამავე ტერიტორიაზე, XIX საუკუნის ბოლოს, კიდევ ერთი ეკლესია აშენდა. ახალი ეკლესია, ძველთან შედარებით, გაცილებით დიდია და იმ პერიოდის ხუროთმოძღვრული ნაგებობების დახვეწილი სტილით გამოირჩევა. ეკლესიაზე სამშენებლო წარწერაა, რომელიც 1893 წლით თარიღდება:

 
„ერთმთავრობასა ალექსანდრე მესამესა, მღვდელმთავრობასა გაბრიელ ეპოსკოპოსისა, მღვდელობას ზაქარია წერეთლისა აღშენდა ესე ეკლესია“

წარწერაში მოხსენიებული პიროვნებები არიან რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III და გაბრიელ ქიქოძე, იმერეთის ეპისკოპოსი.

XX საუკუნეში ტაძარი დაანგრიეს. მისი მასალები გამოიყენეს კოლმეურნეობის სასიმინდეების მშენებლობისთვის. დროთა განმავლობაში დანგრეული ტაძრის თაღები და ჭერი ხანგრძლივი წვიმებისაგან ჩამოიშალა, ფრესკები განადგურდა, ხატები დაიფანტა. მიუხედავად ამისა, კედლებისა და ძველი ფრესკების ფრაგმენტები გადაარჩენილია.

რესტავრაცია რედაქტირება

პირველი აღდგენითი სამუშაოები 1991-1993 წლებში განხორციელდა. უფრო ფართომასშტაბიანი რესტავრაცია კი 2005 წელს დაიწყო. ამავე წელს ტაძარში განახლდა საეკლესიო მსახურება. ძველი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. სარესტავრაციო სამუშაოები დღედმე არ დასრულებულა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება