პენულტიმას წესი ან პენულტიმას კანონი — მახვილის განაწილების წესი ლათინურ ენაში, რომლის მიხედვითაც ირკვევა რა ადგილას მოუდის სიტყვას მახვილი.

არსებული პენულტიმას წესის მიხედვით მრავალმარცვლოვან სიტყვას მახვილი შეიძლება მხოლოდ ბოლოს წინა (paenultima - ბოლოსწინა) ან ბოლოდან მესამე მარცვალზე (antepaenultima - ბოლოს წინისწინა) მოუდიოდეს.

ორ- ან მეტმარცვლოვანს სიტყვებს შეიძლება პირველ მარცვალზე დაესვას მახვილი, თუკი ეს სიტყვა გრძელ ხმოვანს (ორხმოვანას ან ბუნებრივად გრძელ ხმოვანს) შეიცავს, ან კიდევ თუ ასევე მარცვლის ბირთვი შეიცავს ერთზე მეტ თანხმოვანს.

მაგალითად :

  • agricola: ბოლოსწინა მარცვალი არის მოკლე: მახვილი ბოლოდან მესამე მარცვალს დაესმის.
  • imprīmīs: ბოლოს წინა მარცვალი არის (ბუნებრივად) გრძელი: მახვილი დაესმის ბოლოს წინა მარცვალს.
  • secundus: ხმოვანი ბოლოს წინა მარცვალზე თუმცა მოკლე კია, მაგრამ რადგანაც მარცვალი დახურულია: მახვილი უზის ბოლოს წინა მარცვალს.

გამონაკლისს წარმოადგენს ე.წ. Muta cum Liquida-ს კომბინაცია, კერძოდ კი (ორალური) ოკკლუზივები ([g], [k], [d], [t], [b], [p]), მითუფრო თუ ისინი კონსტრიქტივებს მოსდევენ, ანუ ([l]-ს, [ł]-ს და [r]-ს) შემდეგ წერია ან ისმის. მაგალითად tenebrae.

ლიტერატურა რედაქტირება