პენელოპე (ბერძ. Πηνελόπη), ჰომეროსის პოემის „ოდისეის“ ერთ-ერთი გმირი, ოდისევსის ცოლი, რომელიც ქმარს 20 წელი ერთგულად ელოდებოდა. აბეზარი საქმროები რომ მოეშორებინა და დრო მოეგო, პირობა დადო, მამამთილის ლაერტეს სუდარას რომ მოვქსოვ, საქმროს მერე ავირჩევო. მაგრამ დღისით მოქსოვილს ღამით არღვევდა, სანამ საქმროებმა ეშმაკობა არ გაუგეს. მაშინ პენელოპემ გამოაცხადა, იმას გავყვები, ვინც ოდისევსის მშვილდით შეჯიბრში გაიმარჯვებსო (იმედი ჰქონდა, რომ ვერავინ შეძლებდა ამ მშვილდის მოზიდვას). ამასობაში ოდისევსიც ფარულად დაბრუნდა შინ და საქმროები ამოჟლიტა. პენელოპე ცოლქმრული ერთგულების განსახიერებაა.

ოდისევსი და პენელოპე, ფრანჩესკო პრიმატიჩო (1563)

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: