პეკულნეის ქედი
პეკულნეის ქედი[1] (რუს. Пэкульней) — ქედი რუსეთში, ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში, მდ. ანადირის ხეობაში. სიმაღლე 1381 მ (მთ. კოლიუჩაია), სიგრძე 300 კმ. აგებულია ეფუზიური და ფიქალ-ქვიშაქვიანი მეზო-კაინოზოური ნალექებით, რომლებშიც შეჭრილია ფუძე ქანების ინტრუზიები. ფერდობებზე 300–500 მ სიმაღლემდე გავრცელებულია ხავს-ბალახიანი ტუნდრა მეჩხერი ბუჩქებითა და ქონდარა ფიჭვით, მაღლა — ლიქენებიანი ქვიანი ტუნდრა გამეჩხერებული ბალახოვანი საფრით.[2]
პეკულნეის ქედი | |
---|---|
რუს. Пэкульней | |
კოორდინატები: 66° ჩ. გ. 174°45′ ა. გ. / 66° ჩ. გ. 174.750° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი |
უმაღლესი წერტილი | კოლიუჩაია |
სიმაღლე | 1381 მ |
სიგრძე | 300 კმ |
სქოლიო რედაქტირება
- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 161.
- ↑ Пекульней // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 20 — М., 1975.