პატრიკ ფიორი (დაბადებული როგორც პატრიკ-ჟან-ფრანსუა-შუშაიანი; დ. 23 სექტემბერი, 1969, მარსელი, საფრანგეთი) — ფრანგი მომღერალი.

პატრიკ ფიორი (Patrick Fiori)

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი პატრიკ-ჟან-ფრანსუა-შუშაიანი
დაბ. თარიღი 1969, 23 სექტემბერი
დაბ. ადგილი მარსელი
წარმოშობა მარსელი, საფრანგეთი
ჟანრ(ებ)ი ფრანგული პოპი
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 1987 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Sony BMG, Columbia
საიტი www.patrickfiori.net
პატრიკ ფიორი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

ფიორის მამა იყო სომხური წარმოშობის (ჟაკ შუშაიანი), ხოლო დედა კორსიკელი (მარია ანტუანეტა ფიორი). ჯერ კიდევ თორმეტი წლის იყო, როცა პირველად შესთავაზეს როლი მიუზიკლში La légende des santonniers. თექვსმეტი წლისამ კი ჩაწერა თავისი პირველი სიმღერა „Stéphanie“. 1993 წელს ფიორიმ მეოთხე ადგილი აიღო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, სიმღერით „Mama Corsica“. მომდევნო წელს კი გამოვიდა მისი ალბომი სახელწოდებით Puisque c'est l'heure. წარმატებით გაიარა სინჯები ფებუსის როლზე დასამტკიცებლად მიუზილში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. დანიელ ლავუასა და გარუსთან ერთად ჩაწერა ჰიტი „Belle“. მომდევნო წელს პატრიკმა ხელი მოაწერა კონტრაქტს „სონისთან“ და ჩაწერა თავისი მესამე ალბომი Prends Moi. 2000 წელს პატრიკმა მიიღო გადაწყვეტილება მიეტოვებინა თავისი როლი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, რათა ჩაეწერა თავისი მეოთხე ალბომი Chrysalide. ორი წლის შემდეგ კი გამოვიდა მისი მეხუთე ალბომი, ხოლო ალბომი Si on chantait plus fort 2005 წელს. 2007 წელს ჩაწერილი სიმღერა „4 Mots sur un piano“ ფრანგულ ჩარტებში ორი კვირის განმავლობაში პირველ ადგილას იყო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება