პასკალ ლისუბა (ფრანგ. Pascal Lissouba; დ. 15 ნოემბერი, 1931, ცინგუიდი — გ. 24 აგვისტო, 2020, პერპინიანი) — კონგოელი პოლიტიკური მოღვაწე. კონგოს რესპუბლიკის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი 1992-1997 წწ. დაამხო დენი სასუ-ნგესომ 1997 წელს სამოქალაქო ომის შედეგად.

პასკალ ლისუბა
კონგოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 აგვისტო, 1992 – 25 ოქტომბერი, 1997
წინამორბედიდენი სასუ-ნგესო
მემკვიდრედენი სასუ-ნგესო

კონგოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 დეკემბერი, 1963 – 15 აპრილი, 1966

დაბადებული15 ნოემბერი, 1931
ცინგუიდი, ფრანგული კონგო
გარდაცვლილი24 აგვისტო, 2020 (88 წლის)
პერპინიანი, საფრანგეთი

დაიბადა 1931 წელს ცინგუიდში კონგოს რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. 1948-1952 წწ. სწავლობდა ნიცაში. შემდეგ დაამთავრა ტუნისის სოფლის მეურნეობის უმაღლესი სკოლა და პარიზის უნივერსიტეტი (1958-1961).

პოლიტიკური კარიერა რედაქტირება

პოლიტიკური კარიერა დაიწყი 1961 წელს, როდესაც მუშაობდა სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში. 1963-1966 წწ. ერთდროულად ეკავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა. ემიგრაციაშია საფრანგეთში 1979-1990 წლებში, სადაც მუშაობდა პარიზის უნივერსიტეტში პროფესორად და მუშაობდა იუნესკოს ეგიდით პარიზში და ნაირობიში.

1997 წელს მისი ხელისუფლება დაამხო დენი სასუ-ნგესომ და მოუწია ემიგრაციაში წასვლა. თავიდან ცხოვრობდა ლონდონში. 2004 წელს პარიზში გადავიდა.[1]

გარდაიცვალა 2020 წლის 24 აგვისტოს, პერპინიანში, საფრანგეთში.[2]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • T. Obenga, Vie de Marien Ngouabi, Présence Africaine, 1977.
  • Encyclopédie Universalis, édition de 1977. Notices biographiques.
  • J-P Thystère-Tchicaya, Itinéraire d'un africain vers la démocratie, Édition du Tricorne, 1992.
  • P. Lissouba, Les fruits de la passion partagée, Odilon Média, 1997.
  • R. Bazanguissa-Ganga, Les voies du politique au Congo, Karthala, 1997.
  • D. Sassou N'Guesso, Le manguier, le fleuve et la souris, JC Lattès, 1997.

სქოლიო რედაქტირება

  1. Liste des présidents de la République du Congo Brazzaville (ფრანგული). Consulate General of Congo in Tunis (17-08-2014). ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2020.
  2. Former Congo president Pascal Lissouba dies at 88 (ინგლისური). news24.com (25-08-2020). ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2020.