პარიკუტინი (ესპ. Paricutín) — ახალგაზრდა ვულკანი მექსიკაში, განივ ვულკანურ სიერაზე. სიმაღლე 2800 მ. მდებარეობს მექსიკის ცენტრალურ ნაწილში, მიჩოაკანის შტატში. პირველი ამოფრქვევა მოხდა 1943 წლის 20 თებერვალს მიჩოაკანის შტატის სოფელ პარიკუტინის ირგვლივ არსებულ სიმინდის ველზე, საიდანაც წარმოსდგა ვულკანის სახელწოდება. ამოფრქვევას თან ახლდა გავარვარებული შლაკის მძლავრი შადრევნები, ფერფლისა და ორთქლის ამოტყორცნა, ლავის დაღვრა. პირველ წელს პარიკუტინი აიწია ზედაპირიდან 450 მ-ით და სოფელი პარიკუტინი გადაწვა. უწყვეტად იფრქვეოდა 9 წლის განმავლობაში. 1946 წლამდე მიმდინარეობდა აფეთქებები და ამოფრქვევები. თხევადმა ბაზალტურმა ლავამ გაანადგურა რამდენიმე სოფელი. 1952 წლიდან აღარ ამოფრქვეულა. ირგვლივ რამდენიმე გვერდითი კონუსია. დამახასიათებელი იყო სტრომბოლის ტიპის ამოფრქვევები. პარიკუტინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ვულკანია.

პარიკუტინი
პარიკუტინი 1994 წელს
პარიკუტინი 1994 წელს
კოორდინატები: 19°29′37″ ჩ. გ. 102°15′04″ დ. გ. / 19.49361° ჩ. გ. 102.25111° დ. გ. / 19.49361; -102.25111
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
სიმაღლე 2800 
ქედი განივი ვულკანური სიერა
ბოლო ამოფრქვევა 1952
პარიკუტინი — მექსიკა
პარიკუტინი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება