პარიზის პანთეონი (ლათ. Pantheon, ბერძ. „ყველა ღმერთი“) — შენობა პარიზის ლათინურ კვარტალში, საფრანგეთი. თავდაპირველად აიგო როგორც წმინდა ჟენევიევის სახელობის ეკლესია, თუმცა მრავალჯერადი ცვლილებების შემდეგ, ამჟამად, ის ცნობილი ადამიანების დაკრძალვის ადგილია.

პარიზის პანთეონი

შენობა ნეოკლასიციზმის ადრეული ნიმუშია. მისი ფასადი რომის პანთეონის მსგავსად არის შექმნილი. მეხუთე ოლქის მონტან სენ-ჟენევიევზე აგებული პანთეონი მთელ პარიზს გადაჰყურებს. მისი არქიტექტორის, ჟაკ-ჟერმენ სუფლოს ჩანაფიქრით შენობაში უნდა შერწყმულიყო გოტიკური კათედრალის სიმსუბუქე და სიდიადე კლასიკურ პრინციპებთან. სუფლო გარდაიცვალა თავისი ჩანაფიქრის განხორციელებამდე, ხოლო მისი გეგმა მთლიანად არასდროს შესრულებულა. მიუხედავად ამისა, ეს არის იმ დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული მიღწევა და პირველი დიდებული ნეოკლასიკური მონუმენტი.

პანთეონის ფრიზზე შემდეგი წარწერაა: „დიად ადამიანებს — მადლიერი მამული“ (ფრ. AUX GRANDS HOMMES LA PATRIE RECONNAISSANTE).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება