პარვატი (სანსკ. पार्वती pārvatī „მთისა“) — ინდუისტური ქალღმერთი დურგას, დამანგრეველი ღვთაება შივას მეუღლის, „ლმობიერი“ მანიფესტაცია, მრისხანე კალის საპირისპირო სახე. ინდუიზმში იგი ბრწყინვალებას, სათნოებას და სილამაზეს განასახიერებს.

პარვატი, XII საუკუნის ქანდაკება

ინდოეთში პარვატის ძირითადად გასათხოვარი ქალიშვილები სცემენ თაყვანს და უხვი მსხვერპლშეწირვებით (ყვავილებით და ხილით) მდიდარ და ლამაზ საქმროს ინაღდებენ.