პარასკევა სერბიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 14 ოქტომბერი, ახალი სტილით - 27 ოქტომბერი.

პარასკევა სერბი

ცხოვრება რედაქტირება

ღირსი პარასკევა სერბი, XI საუკუნის დასაწყისში კონსტანტინოპოლის მახლობლად სოფელ ეპივატში დაიბადა, აღმოსავლეთ ტრასიაში, მარმარილოს ზღვის სანაპიროზე, კეთილმსახურ ბულგარელ ქრისტიანთა ოჯახში. 15 წლის ასაკში მან თავი მიუძღვნა მონაზვნურ ცხოვრებას. ერთხელ, ღვთისმსახურების დროს, ასულის გული შეძრა სახარების სიტყვებმა:

 
„„რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მთ. 16,24).“

ამის შემდეგ მან თავისი ქონების გლახაკებისთვის დარიგება დაიწყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ პარასკევა მონაზვნად აღიკვეცა და ღრმა მოხუცებულობამდე იორდანეს უდაბნოში მოსაგრეობდა. სიკვდილამდე ორი წლით ადრე წმინდა დედა ანგელოზის მინიშნებით სამშობლოში დაბრუნდა და წმინდა მოციქულთა ტაძართან დამკვიდრდა, სადაც აღესრულა კიდეც მშვიდობით XI საუკუნის I ნახევარში. ამჟამად ის აღიარებულია რუმინეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუსეთის და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება