პარანა ( ესპ.Río Paraná, პორტ. Rio Paraná) — მდინარე სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში. მისი სიგრძე 4 880 კმ-ია და კვეთს ბრაზილიას, პარაგვაის და არგენტინას. მდინარის სიგრძე გაიზრდება 5 880 კმ-მდე, თუკი მას ავითვლით ბრაზილიაში მდებარე მდინარე პარანაიბადან, ხოლო კიდევ უფრო გაიზრდება (6 170 კმ) თუკი სიგრძეს ავითვლით მდინარე რიო-დე-ლა-პლატის სათავიდან. პარანა, სამხრეთ ამერიკის მდინარეებს შორის სიგრძით მეორეა ამაზონის შემდეგ. სახელი პარანა წარმოადგენს აბრევიატურას ფრაზისა ara rehe onáva, რომელიც ტუპის ენაზე ნიშნავს „ზღვის მსგავსს“. პარანა შთანთქავს მდინარე პარაგვაის, ხოლო უფრო ქვემოწელზე — მდინარე ურუგვაის, რის შემდეგაც უერთდება ატლანტის ოკეანეს.

პარანა
ქვეყანა დროშა: ბრაზილია ბრაზილია, დროშა: არგენტინა არგენტინა, დროშა: პარაგვაი პარაგვაი
სიგრძე 4 880 კმ
აუზის ფართობი 2 582 672 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} პარანა ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება