პარაგვაის პოლიტიკური სისტემა

პარაგვაის პოლიტიკური სისტემა წარმოდგენილია საპრეზიდენტო წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკითა (სადაც სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური პარაგვაის პრეზიდენტია) და მრავალპარტიული სისტემით. სახელმწიფო კონსტიტუციით ხელისუფლება სამ შტოდ იყოფა. აღმასრულებელ ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტი ახორციელებს. საკანონმდებლო ხელისუფლება ორპალატიან ეროვნულ კონგრესს ექვემდებარება. სასამართლო ხელისუფლებას კი ახორციელებენ ტრიბუნალები, სამოქალაქო სამართლის სასამართლოები და ცხრა წევრისგან შემდგარი უზენაესი სასამართლო. იურიდიული ხელისუფლება დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლოსგან.

პარაგვაის სახელმწიფო გერბი

კონსტიტუცია რედაქტირება

პარაგვაის ძლიერ ცენტრალიზებული ხელისუფლება ფუნდამენტურად შეცვალა 1992 წლის კონსტიტუციამ, რომელმაც გააძლიერა ძალაუფლების შტოებად დაყოფა, რაც წინა ორი კონსტიტუციის შემთხვევაში, ძირითადად ქაღალდზე არსებობდა.

აღმასრულებელი ხელისუფლება რედაქტირება

5 წლიანი ვადით ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ნიშნავს კაბინეტს. პრეზიდენტი ახდენს მინისტრთა საბჭოს ნომინირებას. 2008 წლის 20 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ფერნანდო ლუგომკათოლიკე ეპისკოპოსმა, რომლის საეკლესიო მოვალეობებიც მისივე თხოვნით ვატიკანმა შეაჩერა. უკანასკნელი 61 წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ პარაგვაის კოლორადოს პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, და მხოლოდ მეორედ, როდესაც პრეზიდენტი მემარცხენე გახდა.

პრეზიდენტის სამუშაო ადგილს წარმოადგენს პალასიო-დე-ლოს-ლოპესი ასუნსიონში. პრეზიდენტის რეზიდენცია — მბურუვიჩა როგა ასევე ასუნსიონში მდებარეობს.

სამსახურიდან წასული პრეზიდენტი კონსტიტუციის თანახმად ხმის უფლების არმქონე სამუდამო სენატორი ხდება (სიცოცხლის ბოლომდე).

პირველი ლედი რედაქტირება

პარაგვაიში, პირველი ლედის თანამდებობა ოფიციალურია, შესაბამისად, შექმნილია პარაგვაის რესპუბლიკის პირველი ლედის სამსახური.

კანონმდებლობის თანახმად, ეს სამსახური სტრუქტურულად და ფინანსურად რესპუბლიკის პრეზიდენტს ექვემდებარება. იგი ძირითადად სოციალურ საქმიანობებს ახორციელებს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება