პარაგვაის კონგრესი

პარაგვაის კონგრესი (ესპ. Congreso de Paraguay) — პარაგვაის ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო. სენატი შედგება 45 წევრისგან, დეპუტატთა პალატა კი 80 წევრისგან.

კონგრესის ორივე პალატა არჩეულია პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემით. დეპუტატებს დეპარტამენტები ირჩევენ, სენატორებს კი მთელი ერი. დეპუტატად შეიძლება არჩეულ იქნას პარაგვაის მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, სენატორად კი 35 წლიდან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება