პანგკალ-პინანგიბანკა-ბელიტუნგის კუნძულების პროვინციის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეოობს კუნძულ ბანგკის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქალაქი შვიდ რაიონად (kecematan) და 42 ვარდად (kelurahan) იყოფა.

ადმინისტრაციული ერთეული
პანგკალ-პინანგი
დროშა გერბი


Pangkal Kemenangan
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
შიდა დაყოფა Bukit Intan[1] , Taman Sari[1] , Pangkal Balam[1] , Rangkui[1] , Gabek[1] , Girimaya[1] და Gerunggang[1]
კოორდინატები 2°06′00″ ს. გ. 106°06′00″ ა. გ. / 2.10000° ს. გ. 106.10000° ა. გ. / -2.10000; 106.10000
დაარსდა 17 სექტემბერი, 1757
ფართობი 118.408 კმ²
მოსახლეობა 218 569 (2020)
სასაათო სარტყელი UTC+07:00
ოფიციალური საიტი http://www.pangkalpinang.go.id/
პანგკალ-პინანგი — ინდონეზია
პანგკალ-პინანგი

ქალაქის ფართობი 89.4 კმ²-ია. 2020 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობა 216 893 ადამიანს შეადგენს.[2] მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კმ²-ზე 2 426 ადამიანს უდრის. 2022 წლისთვის ქალაქის მერი მაულან აქლილია. პანგკალ-პინანგს მდინარე ტანგკუი ორ ნაწილად ყოფს. ქალაქის გეოგრაფიული ცენტრი ჯალან-მერდექაა.

ქალაქის მოსახლეობა მეტწილად ეთნიკური მალაიელებისა და ჩინელებისგან შედგება, რომლებიც აქ გუანჯოუდან გადმოსახლდნენ.[3] ქალაქში სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც ცხოვრობენ, მათ შორის: ბატაკები, იაველები, ბუგისები და მინანგკაბაუები.[4] ქალაქის ღირსშესანიშნაობებს შორისაა ტიმაჰის მუზეუმი, ჩინური ტაძარი, წმინდა იოსების საკათედრო ტაძარი, ბანგკის ბოტანიკური ბაღი და პასირ-პადის პლაჟი.

ეტიმოლოგია რედაქტირება

პანგკალ-პინანგი ადგილობრივი სიტყვებიდან pengkal („ფუძე“) და pinang (ფუფალა, პალმის ხის ჯიში, რომელიც კუნძულ პანგკაზე უხვად იზრდება) წარმოდგება.

ისტორია რედაქტირება

წინაკოლონიური ხანა რედაქტირება

შრივიჯაიის შემადგენლობაში ყოფნისას პანგკალ-პინანგი ინდოელებით იყო დასახლებული. გარდა შრივაჯაიისა, იგი მაჯაპაჰიტისა და მატარამის სამეფოს ტერიტორიაც იყო. მიუხედავა იმისა, რომ ქალაქი საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტების მახლობლად მდებარეობდა, სამივე სამეფოში ყოფნისას პანგკალ-პინანგს ნაკლები ყურადღება ექცეოდა და მეკობრეების თავშესაფრად იქცა, რომლებიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დათარეშობდნენ.

მალაკის სრუტის მახლობლად საზღვაო მარშრუტების დასაცავად ჯოჰორის სასულთნომ პანგკალ-პინანგში ჯარები გაგზავნა, რომლებმაც რეგიონში ისლამის გავრცელება დაიწყეს. მიუხედავად ამისა, მალე მეკობრეები ისევ დაბრუნდნენ.

წლების შემდეგ, ტერიტორიების მეკობრეთაგან გასაწმენდად ბანტენის სულთანმა ინდონეზიის არქიპელაგის რეგენტი გაგზავნა. რეგენტმა კონტროლი დაამყარა და ბანკას სიკვდილამდე მართავდა, რის შემდეგაც ძალაუფლება მის ერთადერთ ქალიშვილს გადაეცა.

კოლონიური ხანა რედაქტირება

 
ფუ დეს ტაძარი

1709 წელს მდინარე ოლინის ნაპირებზე კალა აღმოაჩინეს. კალის აღმოჩენის შემდეგ რეგიონს ჩინეთიდან და სხვა მხარეებიდან ვაჭრები მოაწყდნენ. პალემბანგის სულთანმა ჩინეთში წარმომადგენლები გაგზავნა, კალის ექსპორტის გამოსაკვლევად. 1717 წელს პალემბანგის სასულთნომ ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიასთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარება დაიწყო. კომპანიის დახმარებით სულთანმა მეკობრეობის აღმოფხვრა და კალის უკანონო გატანის აღკვეთა სცადა.

ნაპოლეონის ომების დროს ნიდერლანდები ფრანგებმა დაიკავეს და ნუსანტარის ყველა ტერიტორია ბრიტანელებმა დაიკავეს. ტუნტანგის ხელშეკრულების შესაბამისად, 1811 წლის 18 სექტემბერს ნიდერლანდელებმა კუნძულები: იავა, ტიმორი, მაკასაარი და პალემბანგი ბრიტანელებს ჩააბარეს. პანგკალ-პინანგი ბრიტანეთის კოლონია გახდა. სტემფორდ რაფელზმა პალემბანგში ემისრები გაგზავნა, რათა სუნგაი-აურში ნიდერლანდური ფორტი დაეკავებითან, თუმცა ემისრები სულთანამ მაჰმუდ ბადარუდინ II-მ არ მიიღო.

1812 წელს რაფლეზმა როლო გილესპიეს ხელმძღვანელობით პალემბანგში ექსპედიცია გაგზავნა. გილესპიემ მაჰმუდ ბადარუდინ II პრინც ადიპატით შეცვალა, რომელსაც სულთან აჰმად ნაჯამუდინ II-ს წოდება მისცა. ახალმა სულთანმა კუნძულები ბელიტუნგი და ბანგკა ბრიტანელებს გადასცა.

ინგლის-ნიდერლანდების 1824 წლის ხელშეკრულების მიხედვით ნიდერლანდებმა ბრიტანელების მიერ 1803 წელს დაკავებული ტერიტორიები დაიბრუნეს (მათ შორის პანგკალ-პინანგიც). ბრიტანელების და ნიდერლანდელების მხრიდან უცხო არ იყო ადგილობრივ მოსახლეობის მიმართ თაღლითობა, გამოძალვა და ძალდატანებითი მუშაობა. ნიდერლანდელები იყენებდნენ კალის რეზერვებს. მუსი-რავასში პარტიზანული ბრძოლები დაიწყო და პანგკალ-პინანგიც იბრძოდა ნიდერლანდელების გასაძევებლად.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კუნძული ბანგკა იაპონიის ჯარებმა დაიკავეს. მართალია პანგკალ-პინანგი მცირე ხნით დაიკავეს, მაგრამ ოკუპაციისას სურსათისა და ტანსაცმლის დეფიციტი იყო.

დამოუკიდებელი ინდონეზია რედაქტირება

მას შემდეგ, რაც იაპონია მოკავშირეებს დანებდა და ინდონეზიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, პანგკალ-პინანგი ინდონეზიის ნაწილი გახდა (თავდაპირველად სამხრეთ სუმატრის პროვინციის ნაწილი). ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლის შემდეგ ბანგკა-ბელიტუნგის კუნძულები სამხრეთ სუმატრას გამოეყო და ერთ პროვინციად ჩამოყალიბდა, ხოლო დედაქალაქდ პანგკალ-პინანგი გამოცხადდა.

გეოგრაფია რედაქტირება

ტოპოგრაფია რედაქტირება

ქალაქის ტოპოგრაფია ძირითადად ტალღოვანია და გორაკ-ბორცვებს მოიცავს. პანგკალ-პინანგი ზღვის დონიდან 20-50 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მთიანი ადგილები მეტწილად ქალაქის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილშია, მათ შორის მთა გირიმაია (ზღვის დონიდან 50 მეტრის სიმაღლეზე). 290 ჰექტარის ურბანული ტყე ძველი სოფლის ტერიტორიაზეა. 1 562 ჰექტარის ტერიტორია მოსავლის მოსაყვანად, თევჭერისა და მეტყევეობისთვის გამოიყენება. 1 163 ჰექტარი ნაკვეთი მიწა და 4 130 ჰექტარი განვითარების პროცესშია. დარჩენილი 2 085 ჰექტარი ჭაობებსა და ტყეებს უკავია.

კლიმატი რედაქტირება

ჰავის მონაცემები — პანგკალ-პინანგი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 29.4 29.9 30.6 31.3 31.5 31.2 30.9 31.4 31.5 31.4 30.8 29.7 30.8
საშუალო დღიური °C 26.4 26.8 27.2 27.7 27.9 27.7 27.6 27.8 28.0 28.0 27.4 26.7 27.4
საშუალო დაბალი °C 23.5 23.7 23.8 24.1 24.4 24.3 24.3 24.3 24.5 24.7 24.0 23.8 24.1
საშუალო ნალექი (მმ) 302 226 248 243 210 162 140 116 125 165 245 332 2 514
წყარო: [5]

დემოგრაფია რედაქტირება

პანგკალ-პინანგის ეთნიკური შემადგენლობა - 2000 Census[6]
ეთნიკური ჯგუფი %
მალაიები
  
45.63%
ჩინელი ინდონეზიელები
  
44.27%
იაველები
  
8.60%
სხვა
  
0.72%

1990 წელს პანგკალ-პინანგის მოსახლეობა 108 411 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2010 წელს 174 838 ადამიანს.[7] მოსახლეობის ნახევარს მალაიები შეადგენენ, რომლებიც მეტწილად ბანგკლის ენაზე საუბრობენ.

რელიგია რედაქტირება

ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ისლამის მიმდევარია (53.31%). მოსახლეობის 36.18% ბუდიზმის მიმდევარია, 4.56% ― კონფუციზმის, 3.41% ― ქრისტიანობის, 3.21% ― რომის კათოლიკური ეკლესიის, 0.04% ― ინდუიზმის, ხოლო 0.27% ― სხვა რელიგიების.[8]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
  2. Badan Pusat Statistik, Jakarta, 2021.
  3. Indonesia's Population: Ethnicity and Religion in a Changing Political Landscape. Institute of Southeast Asian Studies. 2003. ISBN 9812302123
  4. (2015) Demography of Indonesia's Ethnicity. Institute of Southeast Asian Studies dan BPS – Statistics Indonesia. 
  5. Pangkalpinang climate: Average Temperature, weather by month, Pangkalpinang weather averages - Climate-Data.org.
  6. Indonesia's Population: Ethnicity and Religion in a Changing Political Landscape. Institute of Southeast Asian Studies. 2003. ISBN 9812302123
  7. Biro Pusat Statistik, Jakarta, 2011.
  8. Data Sensus Penduduk 2010 - Badan Pusat Statistik Republik Indonesia <http://sp2010.bps.go.id/index.php/site/tabel?tid=321&wid=8100000000>