პამირისპირა ხალხები

პამირისპირა ხალხები, პამირის ტაჯიკებიტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, ავღანეთის ბადახშანსა და ჩინეთში, სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რაიონში მცხოვრები ირანულენოვანი მოსახლეობის აღმნიშვნელი საერთო ტერმინი. ანთროპოლოგიურად განეკუთვნებიან პამირულ-ფერღანულ რასას. ლაპარაკობენ პამირულ ენებზე. ძველთაგანვე პამირისპირა ხალხებსა და ტაჯიკებს შორის საურთიერთო ენა ტაჯიკური იყო. მორწმუნე პამირისპირა ხალხები მუსლიმანი-ისმაილიტები არიან. მონათესავე პამირისპირა ხალხები ჩამოყალიბდნენ X საუკუნეში, ტაჯიკთა ეთნიკური ტერიტორიის პერიფერიაზე, ძველი საკებისა და შესაძლებელია დარდების ტომთა ბაზაზე, გარკვეულ სოციალურ-ეკონომიკურ და ბუნებრივ პირობებში. 1895 წელს ავღანეთსა და რუსეთს შორის საზღვრის დადების შემდეგ გაყოფილნი აღმოჩნდნენ ორ სახელმწიფოს შორის. პამირისპირა ხალხებისთვის დამახასიათებელია საერთო ნიშნები მეურნეობაში, მატერიალურ და სულიერ კულტურაში.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება