პამანზი ან პტი-ტერი (შიკომორი Pamanzi, ფრანგ. Petite-Terre) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში, კომორის არქიპელაგში. მისი საერთო ფართობი შეადგენს 10,95 კმ²-ს.

პამანზი
მშობ. სახელი: შიკომორი Pamanzi
ფრანგ. Petite-Terre
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 12°47′00″ ს. გ. 45°17′00″ ა. გ. / 12.78333° ს. გ. 45.28333° ა. გ. / -12.78333; 45.28333
ფართობი 10,95 კმ²
საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი მაიოტა
დედაქალაქი მამუცუ
დემოგრაფია
მოსახლეობა 29 273 ადამიანი (2017)
სიმჭიდროვე 2673,33 ად. /კმ²
პამანზი — ინდოეთის ოკეანე
პამანზი

პამანზი — საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტ მაიოტას სიდიდით მეორე კუნძულია, რომლის მთლიან ტერიტორიაზეც დამოუკიდებლობის მიღებისთანავე პრეტენზიას აცხადებს კომორის კუნძულების კავშირი.

კლიმატი ტროპიკული, ნოტიო და ცხელი. არსებობს საერთაშორისო აეროპორტი.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

 
მაიოტას კომუნები

ადმინისტრაციულად პამანზი იყოფა 2 კომუნად:

№ რუკაზე კომუნა
(ქართ.)
კომუნა
(ფრანგ.)
კოდი
INSEE
საფოსტო
ინდექსი
მოსახლეობა,
ად. (2017 წელი)[1]
ფართობი,
კმ²
1 ძაუძი Dzaoudzi 97608 97610 17 831 6,66
2 პამანზი Pamandzi 97615 97610 11 442 4,29
სულ 29 273 10,95

სქოლიო რედაქტირება