პალდისკი (ესტ. Paldiski) — ქალაქი და ბალტიის ზღვის პორტი ჩრდილო-დასავლეთ ესტონეთში, პაკრის ნახევარკუნძულზე. თავდაპირველად ის შვედური დასახლება რაგვერიკი იყო, რომელიც XVIII საუკუნეში რუსეთის ფლოტის ბაზა გახდა. 1762 წელს რუსებმა მას ბალტიისკი პორტი (Балтийский Порт) უწოდეს. 1933 წლამდე ესტონურად ქალაქი ბალტიისკი ერქვა, რაც შეცივალა უფრო ესტონური გამოთქმა პალდისკით.

ქალაქი
პალდისკი
Paldiski

პალდისკის შუქურა
დროშა გერბი

ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
მაზრა ჰარიუმაა
კოორდინატები 59°21′00″ ჩ. გ. 24°03′00″ ა. გ. / 59.35000° ჩ. გ. 24.05000° ა. გ. / 59.35000; 24.05000
დაარსდა 1783
პირველი ხსენება მე-17 საუკუნე
ადრეული სახელები რაგვერიკი, ბალტიისკი
ამჟამინდელი სტატუსი 1783
ფართობი 34 კმ²
მოსახლეობა 4372 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 76806
ოფიციალური საიტი paldiski.ee
პალდისკი — ესტონეთი
პალდისკი

ისტორია რედაქტირება

1962 წელს პალდისკი საბჭოთა ფლოტის წყალქვეშა ბირთვული საწვრთნელი ცენტრი გახდა. ხმელეთზე განლაგებული ორი ბირთვული რეაქტორითა და დასაქმებული 16 000 ადამიანით ის უდიდესი შესაძლებლობების იყო მსგავს ცენტრებს შორის მთელს საბჭოთა კავშირში. ასეთი მნიშვნელობის გამო, მთელი ქალაქი დახურული იყო და გარს ეკლიანი მავთული ერტყა, სანამ 1994 წლის აგვისტოში მას უკანასკნელი რუსული სამხედრო გემი დატოვებდა. რუსეთმა ბირთვული რეაქტორების კონტროლზე საბოლოო უარი 1995 წლის სექტემბერში თქვა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება