პაკელონგანი (ინდონ. Pekalongan) — ქალაქი ინდონეზიაში, ცენტრალური იავის პროვინციის ჩრდილოეთ სანაპიროზე, პაკელონგანის სარეგენტოს დედაქალაქი. წარმოადგენს ცნტრალური იავის ყველაზე მნიშვნელოვან პორტს.

ქალაქი
პაკელონგანი
ინდონ. Pekalongan
დროშა გერბი

ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
პროვინცია ცენტრალური იავა
შიდა დაყოფა West Pekalongan[1] , South Pekalongan[1] , North Pekalongan[1] და East Pekalongan[1]
კოორდინატები 6°53′00″ ს. გ. 109°40′00″ ა. გ. / 6.88333° ს. გ. 109.66667° ა. გ. / -6.88333; 109.66667
დაარსდა 1 აპრილი, 1906
ფართობი 17,55 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10 მეტრი
მოსახლეობა 272 000 კაცი (2003)
სასაათო სარტყელი UTC+7
ოფიციალური საიტი pekalongankota.go.id
პაკელონგანი — ინდონეზია
პაკელონგანი

ქალაქი მდებარეობს პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში, იავის ზღვის სანაპიროზე. ზღვის დონიდან აბსოლუტური სიმაღლე 16 მეტრს შეადგენს.

გაშენებულია პროვინციის დედაქალაქ სემარანგიდან 77 კმ–ით დასავლეთით.

ქალაქი ჯერ კიდევ XII საუკუნიდან მოიხსენიება. მიმდინარეობდა ვაჭრობა ჩინეთთან. XVII საუკუნეში პაკელონგანი მატარამის სასულთნოს შემადგენლობაში შევიდა და ხელსაყრელი მდებარეობის გამო, სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ქალაქად იქცა.

XIX საუკუნის 30–იანი წლებიდან პაკელონგანი რეგიონში შაქრის ერთ–ერთ უმსხვილეს მწარმოებლად იქცა.

პაკელონგანი უდიდესი თევზის სარეწაო პორტია იავაზე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022