სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ციციშვილი.

პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი (ციციშვილი, რუს. Павел Дмитриевич Цицианов; დ. 8 (19) სექტემბერი1754, მოსკოვი — გ. 8 (20) თებერვალი1806, ბაქო) — რუსეთის იმპერიის წარმოშობით ქართველი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი (1804), ასტრახანის სამხედრო გუბერნატორი და საქართველოს მთავარსარდალი (1802-1806).

პავლე ციციანოვი
Павел Дмитриевич Цицианов
დაბადების თარიღი 19 სექტემბერი, 1754
დაბადების ადგილი მოსკოვი[1]
გარდაცვალების თარიღი 8 თებერვალი, 1806 (51 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
სამხედრო სამსახურის წლები 1772—1797, 1801—1806
წოდება ინფანტერიის გენერალი (1804)
ბრძოლები/ომები კავკასიის ომები
ჯილდოები წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის და Order of St. George, 3rd class
პავლე ციციანოვი ვიკისაწყობში

პავლე ციციანოვის ინიციატივით შეიქმნა დებულება სათავადაზნაურო საგუბერნიო კრების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სამ წელიწადში ერთხელ გუბერნიისა და მაზრების თავადაზნაურთა წინამძღოლების არჩევას. მანვე გააუქმა მოურავობის ინსტიტუტი. ციციანოვმა საფუძველი ჩაუყარა მოსახლეობისგან დაცლილ ადგილებზე იმპერიისთვის კეთილსაიმედო ელემენტების ჩასახლებას. საქართველოში მან არაერთი სიახლის დანერგვა სცადა: სელის, მატყლისა და ტყავის გადამამუშავებელი საწარმოების დაარსება, თეატრის გახსნა. აღწერა თბილისის მოსახლეობა და გახსნა კეთილშობილთა სასწავლებელი, რომლის მთავარ მიზანს მომავალი თაობისთვის რუსული ენის სწავლება წარმოადგენდა.

ბიოგრაფია რედაქტირება

წარმომავლობა რედაქტირება

პავლე ციციანოვის პაპა — პაპუნა (პავლე) ციციშვილი იმ ემიგრანტთაგანი იყო, რომელიც ვახტანგ VI-სთან ერთად რუსეთში გადასახლდა. მამა — დიმიტრი პავლეს ძე ციციშვილი, დედა — ელისაბედ ბაგრატიონ-დავითაშვილი[2].

სამხედრო სამსახური რედაქტირება

1772 წლიდან მსახურობდა პრეობრაჟენსკის პოლკის ლეიბ-გვარდიაში პრაპორშჩიკად, 1777 წლიდან პრეობრაჟენსკი პოლკის ეგერთა რაზმის მეთაურია. 1778 წლის 7 იანვრიდან პოდპოლკოვნიკის ჩინით გადაყვანილ იქნა ტობოლსკის ქვეით პოლკში.

1786 წლის 12 თებერვალს მიიღო პოლკოვნიკის ჩინი და დაინიშნა სანქტ-პეტერბურგის გრენადიორთა პოლკის მეთაურად. მონაწილეობდა 1787-1792 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1788 წლის 2 ივლისს თავის პოლკთან ერთად შეუერთდა რუსეთის დანარჩენ არმიას ხოტინის ციხის ასაღებად. 1789 წლის 7 სექტემბერს ციციანოვმა მონაწილეობა მიიღო, სალჩის მდინარესთან ბრძოლებში. იმავე წელს იღებს მონაწილეობას ბენდერის აღებაში, რომლის შემდეგადაც გიორგი პოტიომკინის ბრძანებით მისი რაზმი შეუერთეს ახლად ფორმირებულ სამხედრო ნაწილებს.

1790 წლის 5 თებერვლიდან ინიშნება ბრიგადირად. ფსკოვში ჩასულმა ჩამოაყალიბა ახალი „სანქტ-პეტერბურგის გრენადიორთა პოლკი“. 1793 წლის 2 სექტემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის ჩინი.

1794 წლის აპრილში მონაწილეობდა ვარშავაში ვილნოს აჯანყების ჩახშობაში, სადაც გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვებული იყო წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენით. 8 ივლისს გენერალ-მაიორ ბოგდან კნორინგთან ერთად მონაწილეობდა ქალაქ რეტრანშემენტის აღებისას, ხოლო 31 ივლისის საერთო შეტევაში. აგვისტოს თვეში რეპნინის ბრაძნებით ციციანოვს დაევალა პოლონელი პოლკოვნიკის სტეფანე გრაბოვსკიზე დადევნება და შეპყრობა, რომელსაც წარმატებით გაართვა თავი. 20 აგვისტოს ლიუბანიუსთან შეტაკებების დროს დაამარცხა პოლონელთა რაზმი. 1794 წლის 15 სექტემბერს დააჯილდოვეს წმინდა გიორგის მე-3 ხარისხის ორდენით. ეკატერინე II-მ დააჯილდოვა ოქროს ხმლით „სიმამაცისათვის“. კოსტიუშკოს აჯანყების ჩახშობის დროს ციციანოვმა თავი წარმოააჩინა როგორც გამოცდილმა მეომარმა და მეთაურმა.

1796 წელს ეკატერინე II-ის დავალებით გაემგზავრა კავკასიაში, სადაც გრაფ ვალერიან ზუბოვის მეთაურობით მონაწილეობდა რუსეთ-სპარსეთის ომში. დანიშნული იყო ბაქოს კომენდანტად. 1796 წლის 29 ნოემბერს დაინიშნა სუზდალის 62-ე ქვეითი პოლკის შეფად. 1797 წლის 13 ოქტომბერს ჯანმრთელობის გამო დატოვა სამსახური.

მოღვაწეობა კავკასიაში რედაქტირება

ალექსანდრე I-ის ტახტზე ასვლისთანავე ციციანოვი აგრძელებს სამხედრო კარიერას. 1801 წლის 15 სექტემბერს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. 1802 წლის 8 სექტემბერს კავკასიაში დაინიშნა, კავკასიის სასაზღვრო ხაზის ინსპექტორად, ასტრახანის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს გუბერნიის მთავარსარდლად. 4 დეკემბერს ჩავიდა გიორგიევსკში, სადაც 26 დეკემბერს ხელი მოეწერა ტარკის სამაშხლოსთან, ავარიის სახანოსთან, დერბენტის სახანოსთან, ტალიშის სახანოსთან, თაბასარანის სამაისუმოსთანდა ყაიტაღის უმციის მმართველებთან. 1803 წლის 1 თებერვალს თბილისში ჩასულმა მოდებული შავი ჭირის წინააღმდეგ ზომები მიიღო და რუსეთში გაასახლა ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახის წევრები.

მიიღეთ ყველა ზომა, ქართველი ბატონიშვილების და განსაკუთრებით დარეჯან დედოფლის რუსეთში გასამგზავრებლად, რათა აღკვეთილ იქნას მათ მიერ ხალხში წამოწყებული ნებისმიერი შფოთი და არეულობა, რომელიც ზიანს აყენებს ხალხის ბედნიერებას და კეთილდღეობას.[3]

—იმპერატორ ალექსანდრე I-ის წერილი პავლე ციციანოვს

ჭარ-ბელაქანზე გალაშქრება რედაქტირება

იქიდან გამომდინარე რომ ქართლ-კახეთი რუსეთს ექვემდებარეობოდა მისთვის ერთ-ერთ საშიშროებას წარმოადგენდა საინგილოს ტერიტორიაზე ბელაქანში გამაგრებული ლეკები რომლებიც დროდადრო აწიოკებდნენ კახეთის მოსახლეობას. ხოლო მას შემდეგ რაც უფლისწული ალექსანდრეც მათ შეუერთდა და იწევდა თბილისზე გასალაშქრად გადაწყდა რომ ბელაქანი გაენთავისუფლებინათ ლეკებისაგან და დაებრუნათ კახეთის იურისდიქციაში. 4500 ქართველ მოხალისეთა რაზმი რომელიც რუსეთის არმიას შეუერთდა, ციციანოვის მეთაურობით ალაზანს 1803 წლის 4 მარტს მიადგა, თუმცა მოწინააღმდეგის ცეცხლის გამო ვერ შესძლო მდინარეზე გადასვლა ხოლო 6 მარტს ალაზანი ანაგასთან გადაკვეთა. 1803 წლის 9 მარტს ბელაქანი იქნა აღებული ვასილი გულიაკოვის მეთაურობით, ხოლო ქალაქი ჯარი უბრძოლველად იქნა აღებული. 1803 წლის 12 აპრილს ჯარო-ბელაქნის მხარე რუსეთს ტერიტორიად გამოცხადდა. ელისუს სულთანათმა მორჩილება განუცხადა რუსეთს. აღნიშნული ლაშქრობის გამო ციციანოვმა ალექსანდრე ნეველის ორდენი მიიღო.

სამეგრელოს შეერთება რუსეთთან რედაქტირება

1802 წელს დედოფალი ანა რომელიც იყო დავით მეფის ქვრივი ჩავიდა პეტერბურგში რათა ეთხოვა იმპერატორ ალექსანდრე I-სთვის შუამდგომლობა გაეწია მასსა და იმერეთის მეფე სოლომონ II-ს შორის რომელსაც მძევლად ჰყავდა მისი ძე რაჭაში მუხურის ციხეში გამომწყვდეული. ამისათვის სოლომონ მეფესთან მივლენილი იყო ალექსანდრე სოკოლოვი რომელმაც ასევე შესთავაზა რომ განეთავსებინა რუსული არმიის ნაწილები იმერეთში შემდგომ სამეგრელოს აღების მიზნით. სოკოლოვის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მისი მისია ჩავარდნილად გამოცხადდა. 1803 წლის 23 თებერვალს ციციშვილმა მიიღო ბრძანება რომ ნებისმიერი საშუალებით მომხდარიყო უფლისწულის განთავისუფლება. ციციშვილის იმერეთზე გაწევის სხვა მიზეზებად სახელდებოდა ქართლ-კახეთის მემკვიდრეების იულონისა და ფარნავაზის იმერეთში შეფარება, რომელთაც ბრალად ედებოდათ ქართლ-კახეთის ტახტისათვის ბრძოლა. მალევე თავად ციციშვილმა კანცელიარ ბრონევსკის პირით მოსთხოვა იმერეთის მეფეს ზემოთხსენებული უფლისწულების გადმოცემა და უფლისწულ კონსტანტინეს გათავისუფლება. იმერეთის მეფე უკვე ხვდებოდა იმას რომ სამეგრელომ მოითხოვა რუსეთისაგან დაცვა და მასთან გაერთიანება ჰქონდა გადაწყვეტილი. ყველაფერი ამის შემდეგ სოლომონ მეფემ გადაწყვიტა ისიც შესულიყო რუსეთის მფარველობის ქვეშ და ციციშვილთან შეთანხმებით პეტერბურგში გაგზავნა თავადი სოლომონ ლეონიძე რომელსაც დავალებული ჰქონდა მოეთხოვა იმპერატორისგან ქვეყნისთვის თავშესაფარი მას შემდეგ რაც სამეგრელო იტყოდა თანხმობას რუსეთთან ერთობაზე.

თავდაპირველად სოლომონ მეფემ თავი აარიდა რუსეთთან შეერთებას მაგრამ მას შემდეგ რაც ციციანოვის დავალებით მოხდა ოქროს ძღვენად მირთმევა დიდებულებისადმი, სწორედ იყვენენ ქაიხოსრო წერეთელი და გიორგი აბაშიძეს დაევალათ ამ სიმდიდრის განაწილება დიდებულებში და თავადაზნაურებში მათი მომხრობის გზით. მიზეზად დგინდებოდა სურამთან მომდგარი რუსული რაზმები, რომლებიც ელოდებოდნენ ნიშანს ციციანოვისაგან. სწორედ ძალადობის თავიდან ასაცილებლად მოხდა გადაწყვეტილება მიეღოთ მოექრთამათ იმერეთის დიდებულები. შედეგმაც არ დააყოვნა მალევე დიდებულებმა დაარწმუნეს იმერეთის მეფე სოლომონი რომ მშვიდობიანი გზით შეერთვოდნენ რუსეთს.

1803 წლის 4 დეკემბერს სამეგრელოს სამთავრომ ხელი მოაწერა რუსეთის ქვეშევრდომობას.

განჯაზე გალაშქრება რედაქტირება

1803 წლის 22 ნოემბერს ციციშვილი დაიძრა განჯის დასაპყრობად, რომელიც 1804 წლის 3 იანვარს წარმაიტებით აიღო და ქალაქს ელიზავეტპოლი დაარქვა. ასე დაარსდა ელიზავეტპოლის მხარე რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთისათვის. განჯის აღებისათვის ციციშვილი დააჯილდოვეს ალექსანდრე ნეველის მედლით, ხოლო ქვედა ეშელონები დაასაჩუქრეს ფულადი ჯილდოებით. სწორედ ამ უკანასკნელთა შემოწირულობით აშენდა სიონის წინ ახალი სამრეკლო, ნიშნად იმისა რომ აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას ყველაზე დიდი როლი განჯელებმა შეასრულეს.

იმერეთის შემოერთება რუსეთთან რედაქტირება

ციციშვილი ჯერ კიდევ როცა განჯის მისადგომებთან იდგა გამარჯვებული, რუსეთიდან ჰქონდა მიღებული ბრძანება იმერეთის აღების თაობაზე. სოლომონ მეფე ცდილობდა აღედგინა თავისი ძალაუფლება რეგიონში.

Чтобы по взятии Ганжи обратит все силы на занятие Имеретии, ибо царь Соломонъ коворствомъ своимъ и разными умыслами подаетъ все права на такое предприятие.

1804 წლის 19 აპრილს სოფელ ელაზნაურთან სოლომონ მეფე შეხვდა ციციანოვს, სადაც მეფემ მოითხოვა ციციანოვისაგან, დაებრუნებინათ მისთვის ლეჩხუმის ტერიტორია, რომელიც სამეგრელოს მთავრებს, დადიანებს, ჰქონდათ მისგან მიტაცებული. მეფის მიერ წაყენებული პირობის გამო ციციანოვი უმალ წყვეტს შეხვედრას და ეუბნება რომ მათი შეხვედრა აწი სხვა ვითარებაში შედგება.

на ратномъ поле со шпагою въ рукахъ

მეორე დღეს, 20 აპრილს რუსულ რაზმს დაევალა გადასულიყვნენ იმერეთის ტერიტორიაზე და გადაებირებინათ მოსახლეობა რუსეთთან შეერთებაზე. ხალხიც უყოყმანოდ დასთანხმდა, რომლის შემხედვარე მეფე სოლომონი მიხვდა, რომ პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო. სწორედ ამ ვითარებაში 1804 წლის 25 აპრილს მეფე სოლომონმა საბოლოოდ გადაწყვიტა რუსეთთან მორიგება (,,ელაზნაურის შეთანხმება").

გახარებული ციციანოვი იმპერატორს უგზავნის წერილს და აღნიშნულ შეთანხმებას აფორმებს სოლომონ მეფესთან. რუსეთის იმპერატორი შეთანხმებას ხელს აწერს 1804 წლის 4 ივლისს.

Снисходя на прошение ваше и подвластнаго вамъ народа о принятии подъ державу Нашу и въ вечное подданство империи Нашей, - въ чемъ вы съ первеишими князами царства Имеретинскаго и присягу уже Намъ и преемникамъ Нашимъ учинили всемилостивеише на то соозволяемъ и подтверждаемъ васъ, любезно-верноподданый Намъ царь Имеретинския земли Соломонъ, въ семъ донстоинстве вашемъ каторое по силе сей Нашей жалованной грамоты и наследники ваши всегда от Насъ принимать должны и повеления Наши исполнять. Поручая вам-же управлять имеретинскимъ народомъ кратостью и правосудиемъ и утвердивъ во всей силе просительные ваши пункты, торжественно обявляем и утвердивъ во всей силе просительные вашы пункты, торжественно обявляемъ и императорским Нашим словом обещаемъ васъ и вес народъ имеретинский, яко верныйхъ нашихъ подданыхъ и всехъ будущихъ по васъ преемниковъ охронять от неприятелей вашихъ, будучи предуверены, что вы и преемники ваши, какъ въ предоности вашей, так и въ точном выполнении обязанностей вашихъ пребудете непоколебимы.

ერევანზე გალაშქრება რედაქტირება

1804 წლის 20-სა და 30 ივნისს დაამარცხა სპარსების არმია აბას-მირზას მეთაურობით ვაღარშაპატსა და კანარიგში, რის შემდეგადაც იწყებს ერევნის აღებას. 1804 წლის 25 ივნისს ერევანთან დაამარცა სპარსელები და შეუდგა ქალაქის ბლოკადას, რაზეც დაჯილდოვებულ იქნა წმინდა ვლადიმერის 1-ლი ხარისხის ორდენით. 17 ივლისს სპარსეთის ჯარებისმიერ წამოწყებული კონტრშეტევამ, ციციანოვი აიძულა მოეხსნა ერევანზე ალყა და დაბრუნდა თბილისში.

1805 წლის დასაწყისში ამიერკავკასიაში შემოერთებულ იქნა შირაქის სუსულთნო, ყარაბაღის სახანო (14 მაისი), შექის სახანო (21 მაისი) და შირვანის სახანოები (27 დეკემბერი).

ბაქოზე გალაშქრება რედაქტირება

1806 წლის დასაწყისში ბაქოს სახანოზე კონტროლის დამყარების მიზნით ციციანოვმა ქალაქი ბაქო მოაქცია ბლოკადაში. 1806 წლის 8 თებერვალს ბაქოს ხანი — ჰუსეინ-ყული ხანი დატანხმდა თავი დამარცხებულად გამოეცხადა და დაპირდა გადაეცა ბაქო რუსებისთვის. პოდპოლკოვნიკ კნიაზ ელიზბარ ერისთავთან და ერთ კაზაკთან ერთად, მოსალაპარაკებლად მისული ციციანოვი ცეცხლსასროლი იარაღით მუხანათურად მოკლეს, მასთან ერთად მოკლეს თანმხლები პირებიც. უმეთაუროდ დარჩენილი რუსეთი არმია იძულებული შეიქმნა დახეულიყო.

ჰუსეინ-ყული ხანმა ციციანოვის მოკვეთილი თავი სპარსეთის შაჰს გაუგზავნა. შაჰის ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა, 1806 წლის ოქტომბერში რუსეთის არმია კვლავ მიადგა ბაქოს, ბაქოს ხანი სპარსეთში გაიქცა, ხოლო ბაქოს სახანო შეუერთეს რუსეთს.

დაკრძალვა რედაქტირება

 
ციციანოვის მემორიალი ბაქოში

1806 წელს პავლე ციციანოვი დაკრძალეს ბაქოს ციხის ეკლესიაში, 1811 წელს კი მისი ცხედარი გადმოასვენეს სიონის ტაძარში.

1846 წელს ციციანოვის მკვლელობის ადგილას შემახის კარებიდან 100 მეტრში, საფუძველი ჩაეყარა ციციანოვის მეომორიალ-ობელისკს. 1848 წლის 4 მაისს მიხეილ ვორონცოვის ბაქოში სტუმრობის დროს მემორიალი საზეიმოდ გახსნეს[4]. ძეგლის ირგვლივ მოეწყო სკვერი, რომელიც ციციანოვის სახელს ატარებდა. საბჭოთა პერიოდში მემორიალი გაანადგურეს. დღესდღეობით აღნიშნულ ადგილზე დარჩა მხოლოდ სკვერი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს ისტორია – XIX საუკუნე, „არტანუჯი“, თბ., 2004, გვ. 10–11

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Цицианов Павел Дмитриевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Rodovid: პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი
  3. «Между первейшими обязанностями Вашими, поставите Вы принять все убеждения, настояния и, наконец, самое понуждение к вызову всех неспокойных царевичей, а особливо царицы Дарьи в Россию. Меру сию считаю я главною к успокоению народа, при виде их замыслов и движений, не перестающего колебаться в установляемом для счастья их порядке».
  4. Историческая выписка из формуляра крепости Баку. Газ. «Каспий», 1883, № 5